მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. არგენტინამ საგარეო ვალის დასაფარად "ოქროს პასპორტის" პროგრამა შეიმუშავა
არგენტინამ საგარეო ვალის დასაფარად "ოქროს პასპორტის" პროგრამა შეიმუშავა

არგენტინამ საგარეო ვალის დასაფარად "ოქროს პასპორტის" პროგრამა შეიმუშავა

BM.GE29 ივნისი, 2026, 23:30|bm.ge

არგენტინის ლიდერის, ხავიერ მილეის მთავრობამ ინვესტორებისთვის მოქალაქეობის მინიჭების ახალი ინიციატივა შეიმუშავა. როგორც ირკვევა, მდიდარი უცხოელები ქვეყნის პასპორტს $500,000-ის შემოწირულების სანაცვლოდ მიიღებენ.

ალტერნატიულ ვარიანტად კი $1 მილიონის ღირებულების ნულოვანი კუპონის მქონე სუვერენული ობლიგაციების შეძენა განიხილება. არსებული ინფორმაციით, ახალი სამთავრობო პროგრამა მიზნად მრავალმილიარდიანი სახელმწიფო ვალდებულებების დაფარვას ისახავს.

აღსანიშნავია, რომ ეს შეთავაზება "ოქროს ვიზის" პოტენციურ მფლობელებს 170 ქვეყანაში უვიზოდ მიმოსვლის უფლებასაც მისცემს. საყურადღებოა, რომ პროგრამა ინვესტორებისგან არგენტინაში ცხოვრებას არ მოითხოვს, რაც მათ საგადასახადო ტვირთს შეუმცირებს.

საკონსულტაციო კომპანიების განცხადებით, მილეის მიერ შემუშავებული გეგმით ძირითადად ამერიკელი და ევროპელი კლიენტები დაინტერესდებიან. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ახალი არგენტინული ინიციატივა ბაზარზე არსებულ სხვა ალტერნატივებზე ბევრად იაფი, მოსახერხებელი და ხელმისაწვდომია.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე „ქინდერლი ჯორჯია“-ს დამფუძნებლებს 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ - პროკურატურა

დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე „ქინდერლი ჯორჯია“-ს დამფუძნებლებს 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ - პროკურატურა

BM.GE

Google-მა Meta-ს Gemini-ს გამოყენება შეუზღუდა

Google-მა Meta-ს Gemini-ს გამოყენება შეუზღუდა

BM.GE

Swatch vs Samsung - რას მოიცავს $170-მილიონიანი დავა?

Swatch vs Samsung - რას მოიცავს $170-მილიონიანი დავა?

BM.GE

Micron-ის შემოსავალმა $41.5 მილიარდს მიაღწია - რას წარმოადგენს ეს კომპანია?

Micron-ის შემოსავალმა $41.5 მილიარდს მიაღწია - რას წარმოადგენს ეს კომპანია?

BM.GE