მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბათუმის საზღვაო პორტში ტვირთბრუნვამ 6.9 მილიონ ტონას მიაღწია - რა ტვირთი მოძრაობს ნავსადგურში?
ბათუმის საზღვაო პორტში ტვირთბრუნვამ 6.9 მილიონ ტონას მიაღწია - რა ტვირთი მოძრაობს ნავსადგურში?

ბათუმის საზღვაო პორტში ტვირთბრუნვამ 6.9 მილიონ ტონას მიაღწია - რა ტვირთი მოძრაობს ნავსადგურში?

BM.GE10 ნოემბერი, 2026, 20:30|bm.ge

„ბათუმის საზღვაო პორტში" ტვირთბრუნვა გაიზარდა. "ყაზტრანსოილის" მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში პორტმა 6 მილიონ 900 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავა. ეს მაჩვენებელი 13%-ით აღემატება 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს. დადებითი დინამიკა უზრუნველყო მშრალი, კონტეინერული და საბორნე ტვირთების გადაზიდვების ზრდამ.

კერძოდ, 10 თვის განმავლობაში ნავსადგურმა 1.596 მლნ ტონა მშრალი ტვირთი გადაამუშავა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10%-ით მეტია. საკონტეინერო გადაზიდვები 15%-იან ზრდას აჩვენებს. მოცულობამ 3.264 მლნ ტონას მიაღწია. ყველაზე არსებითი ზრდა - 58% საბორნე გადაზიდვებში დაფიქსირდა, სადაც გადამუშავებულმა ტვირთმა 467 ათასი ტონა შეადგინა. მკვეთრი ზრდა უკავშირდება „კონსტანცა – ბათუმის“ დამატებითი ხაზის გახსნასა და „ვარნა – ბათუმის“ მიმართულებით კიდევ ერთი ბორნის ექსპლუატაციაში შესვლას.

აღსანიშნავია, რომ ამავე პერიოდში ნავთობის გატარებამ 1 მილიონ 571 ათასი ტონა შეადგინა, რაც 3%-ით მეტია 2025 წლის 10 თვის მაჩვენებელზე.

"2026 წლის იანვარ-ოქტომბრის შედეგები ადასტურებს ბათუმის საზღვაო პორტის მომსახურებაზე სტაბილურ მოთხოვნას. აზიასა და ევროპას შორის სატრანსპორტო ნაკადების ზრდის, მიწოდების გეოგრაფიის გაფართოებისა და „შუა დერეფნის“ ინტენსიური განვითარების ფონზე, პორტი შავი ზღვის რეგიონის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში საკუთარ პოზიციებს კიდევ უფრო იმტკიცებს", - აცხადებენ "ყაზტრანსოილში".

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კალიფორნიელებმა მილიარდერების ქონებაზე 5%-იანი გადასახადის დაწესებას მხარი არ დაუჭირეს

კალიფორნიელებმა მილიარდერების ქონებაზე 5%-იანი გადასახადის დაწესებას მხარი არ დაუჭირეს

BM.GE

თურქეთში ვიზიტის ფარგლებში რეგიონულ შეთანხმებას მოეწერა ხელი, რომლის ნაწილიც საქართველოა - მარიამ ქვრივიშვილი

თურქეთში ვიზიტის ფარგლებში რეგიონულ შეთანხმებას მოეწერა ხელი, რომლის ნაწილიც საქართველოა - მარიამ ქვრივიშვილი

BM.GE

Google-მა ჩიპების წარმოებაში NVIDIA-ს ჩანაცვლება გადაწყვიტა

Google-მა ჩიპების წარმოებაში NVIDIA-ს ჩანაცვლება გადაწყვიტა

BM.GE

11 ნოემბრის ღონისძიებების ანონსი

11 ნოემბრის ღონისძიებების ანონსი

BM.GE