მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბათუმში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციისთვისთვის მეწარმე დაჯარიმდა - სეს
ბათუმში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციისთვისთვის მეწარმე დაჯარიმდა - სეს

ბათუმში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციისთვისთვის მეწარმე დაჯარიმდა - სეს

BM.GE9 ივლისი, 2026, 01:10|bm.ge

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა.

უწყების თანახმად, აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა შემოწმების შედეგად აღმოაჩინეს, რომ ინდივიდუალური მეწარმე შ. თ. (მისამართი: ქალაქი ბათუმი, მაიაკოვსკის ქუჩა N 1) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეალიზაციას სავალდებულო აღიარების გარეშე ახდენდა. გარდა ამისა, ობიექტზე არ იყო დაცული რეალიზაციის პირობები, კერძოდ, დარღვეული იყო შეფუთვის მთლიანობა და აგროქიმიკატების რეალიზაცია ხდებოდა გახსნილ მდგომარეობაში.

სეს-ში აღნიშნავენ, რომ კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა. როგორც უწყებაში BMG-ს უთხრეს, დაკისრებული ჯარიმა 1000 ლარია.

"სურსათის ეროვნული სააგენტო ფერმერების ინტერესების დაცვის და ბაზარზე ხარისხიანი პესტიციდების განთავსების მიზნით აგრძელებს აქტიურ კონტროლს და ამავდროულად მოუწოდებს ბიზნესოპერტორებს, რომ დაიცვან კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები, სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისათვის სავალდებულოა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარება, რაც გულისხმობს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილებას",- აცხადებენ უწყებაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბათუმში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 83 სტატია.

  • ნუცა ბუზალაძე დღეს ბათუმში პირველ მასშტაბურ სოლო შოუს გამართავსიმედი
  • ბათუმის საქალაქო სასამართლომ კობა ფარტენაძე 2000 ლარით დააჯარიმაფორმულა
  • შსს ნარკოდანაშაულთან უკომპრომისო ბრძოლას აქტიურად განაგრძობს - ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის მოქალაქეა დაკავებულირუსთავი 2
  • მშენებარე ბინები ბათუმში – საუკეთესო ინვესტიციატვ პირველი
ბათუმში →

მსგავსი სტატიები

აშშ გაეროსთვის დავალიანების სახით არსებული 725 მილიონი დოლარის გადახდას გეგმავს

აშშ გაეროსთვის დავალიანების სახით არსებული 725 მილიონი დოლარის გადახდას გეგმავს

BM.GE

კანადა აშშ-ს საპასუხო ტარიფებს დაუწესებს

კანადა აშშ-ს საპასუხო ტარიფებს დაუწესებს

BM.GE

აბასთუმანის შემოვლითი გზის დასრულება 2027 წლის შემოდგომამდე გადავადდა - სამინისტრომ ორ კონტრაქტორთან ხელშეკრულება გაწყვიტა

აბასთუმანის შემოვლითი გზის დასრულება 2027 წლის შემოდგომამდე გადავადდა - სამინისტრომ ორ კონტრაქტორთან ხელშეკრულება გაწყვიტა

BM.GE

სასტუმროების სექტორში დაკრედიტება შემცირდა - ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა გაიზარდა

სასტუმროების სექტორში დაკრედიტება შემცირდა - ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა გაიზარდა

BM.GE