მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. შსს ნარკოდანაშაულთან უკომპრომისო ბრძოლას აქტიურად განაგრძობს - ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის მოქალაქეა დაკავებული | Rustavi2
შსს ნარკოდანაშაულთან უკომპრომისო ბრძოლას აქტიურად განაგრძობს - ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის მოქალაქეა დაკავებული | Rustavi2

შსს ნარკოდანაშაულთან უკომპრომისო ბრძოლას აქტიურად განაგრძობს - ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის მოქალაქეა დაკავებული | Rustavi2

რუსთავი 2|rustavi2.ge

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში, ანგისის ქუჩაზე ამოიღო. კორპუსში მდებარე ერთ-ერთ ბინაში ჩხრეკა და საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილზე პოლიციის მობილიზებას ადასტურებენ ადგილობრივებიც.

ბინა სადაც სამართალდამცველებმა სარეალიზაციოდ გამზადებული 50 შეკვრა "მეთადონი" ამოიღეს, უკრაინის მოქალაქეს ჰქონდა ნაქირავები. ის პოლიციამ საცხოვრებელი კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე აიყვანა. ახალგაზრდა მამაკაცს, ბრალი ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის მუხლით წარედგინა. ადვოკატი ადასტურებს, რომ ნარკორეალიზაციისთვის დაკავებული უკრაინის მოქალაქეა.

სარეალიზაციოდ გამზადებულ "მეთადონთან" ერთად სამართალდამცველებმა ჩხრეკისას ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები ამოიღეს. როგორ ხდებოდა ან იგეგმებოდა ნარკოტიკების გავრცელება? ამ კითხვას პასუხი შესაძლოა თავად ბრალდებულმა გასცეს, თუ ის გამოძიებასთან ითანამშრომლებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი ამბობენ, რომ უწყება ნარკოდანაშაულთან უკომპრომისო ბრძოლას აქტიურად განაგრძობს.

ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობაში ბრალდებული უკრაინის მოქალაქეს წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა. დანაშაული 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრალდებით

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 116 სტატია.

  • საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თაღლითობისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტებზე დაკავებულებს ბრალდება წარუდგინაიმედი
  • თბილისში ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანია დაკავებული - შსსBM.GE
  • ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით, 5 არასრულწლოვანი დააკავესფორმულა
  • ყველაფერი სიცრუეა - იოსებ სიგუა ბრალდებებს "პირველებთან" პასუხობსტვ პირველი
ბრალდებით →ბათუმის →დაკავებული →

მსგავსი სტატიები

ირანის პარლამენტის სპიკერი: ირანმა ომი როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური კუთხით მოიგო

ირანის პარლამენტის სპიკერი: ირანმა ომი როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური კუთხით მოიგო

რუსთავი 2

ირანის უშიშროების საბჭოს მდივანი: ლიდერების დროულმა დანიშვნებმა მტრის გათვლები ჩაშალა

ირანის უშიშროების საბჭოს მდივანი: ლიდერების დროულმა დანიშვნებმა მტრის გათვლები ჩაშალა

რუსთავი 2

Ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის სახელმწიფო თეატრმა სამეგრელოში გასტროლები დაასრულა

Ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის სახელმწიფო თეატრმა სამეგრელოში გასტროლები დაასრულა

რუსთავი 2

ქვემო ქართლის აგრარული პოტენციალი: შვეიცარიული სკოლა, წარმატებული საწარმოები და მხარდაჭერა ფერმერებს

ქვემო ქართლის აგრარული პოტენციალი: შვეიცარიული სკოლა, წარმატებული საწარმოები და მხარდაჭერა ფერმერებს

რუსთავი 2