მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბათუმში სექტემბრის თვის 100-წლიანი რეკორდის ნალექი მოვიდა - გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემები
ბათუმში სექტემბრის თვის 100-წლიანი რეკორდის ნალექი მოვიდა - გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემები

ბათუმში სექტემბრის თვის 100-წლიანი რეკორდის ნალექი მოვიდა - გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემები

BM.GE20 სექტემბერი, 2026, 17:43|bm.ge

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19 სექტემბრიდან 20 სექტემბრის დილამდე, აჭარის სანაპირო ზოლსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი ინტენსივობის ნალექი აღინიშნა, რის შედეგადაც ქალაქ ბათუმის ცალკეულ უბნებში ქუჩები დაიტბორა და ურბანული ინფრასტრუქტურა დროებით გადაიტვირთა.

მეტეოროლოგიური დაკვირვებების მიხედვით, რეგიონის ფარგლებში ნალექების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ ბათუმში დაფიქსირდა. ქალაქში 21 საათის განმავლობაში უწყვეტად წვიმდა და 19-20 სექტემბერს მოსული ნალექის ჯამურმა რაოდენობამ 275 მმ შეადგინა, რაც თვის კლიმატური ნორმის 90%-ს აღემატება.

სააგენტოს განმარტებით, მხოლოდ 1 საათის განმავლობაში (19 სექტემბრის 21:00-დან 22:00 საათამდე) ამ რაოდენობის 20% (52.5 მმ) მოვიდა.

„ისტორიულ მონაცემებთან შედარებით, ბათუმის სადგურზე 24-საათში მოსული ნალექის რაოდენობა (273 მმ) უპრეცედენტოა სექტემბრის თვისთვის და განეკუთვნება 100-წლიანი განმეორებადობის ნალექს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სააგენტოს მეტეოროლოგიური სადგურების მონაცემებით, უხვი ნალექი დაფიქსირდა აჭარის სხვა ტერიტორიებზეც:

• ქობულეთის სადგური - 134.5 მმ • მტირალას ეროვნული პარკი - 93 მმ • კოხი (ქობულეთი) - 58.5 მმ • სინდიეთი (ხელვაჩაური) - 50.8 მმ

გარემოს ეროვნული სააგენტო ჰიდრომეტეოროლოგიური პირობების უწყვეტ მონიტორინგს განაგრძობს. უწყება მოქალაქეებს შეახსენებს, რომ მოსალოდნელი ამინდისა და საფრთხეების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ადრეული გაფრთხილების მობილურ პლატფორმაზე: METEO.GOV.GE.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს გაწევრიანება კვლავ შეჩერებულია, კანდიდატის სტატუსი ისევ მხოლოდ ფურცელზე რჩება - გაფართოების ანგარიში

საქართველოს გაწევრიანება კვლავ შეჩერებულია, კანდიდატის სტატუსი ისევ მხოლოდ ფურცელზე რჩება - გაფართოების ანგარიში

BM.GE

ველტმა უძრავი ქონების გამოფენაში “საუკეთესო კონცეფციის სტენდის” ჯილდო მოიპოვა

ველტმა უძრავი ქონების გამოფენაში “საუკეთესო კონცეფციის სტენდის” ჯილდო მოიპოვა

BM.GE

გიორგი ნიკოლაძის მიღწევები - საქართველოს ბანკის კამპანია „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ გრძელდება

გიორგი ნიკოლაძის მიღწევები - საქართველოს ბანკის კამპანია „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ გრძელდება

BM.GE

თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში '“თბილისობა'' გაიმართება

თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში '“თბილისობა'' გაიმართება

BM.GE