მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბავშვებისა და მოზარდებისთვის ფინანსური განათლების პლატფორმა შეიქმნა - რას გთავაზობთ coding.ge?
ბავშვებისა და მოზარდებისთვის ფინანსური განათლების პლატფორმა შეიქმნა - რას გთავაზობთ coding.ge?

ბავშვებისა და მოზარდებისთვის ფინანსური განათლების პლატფორმა შეიქმნა - რას გთავაზობთ coding.ge?

BM.GE3 ნოემბერი, 2026, 18:34|bm.ge

საგანმანათლებლო-ტექნოლოგიურმა პლატფორმა coding.ge-მ, არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოება და ბანკებთან თანამშრომლობით, ბავშვებისა და მოზარდებისთვის ფინანსური განათლების ციფრული სივრცე შექმნა.

ახალი პლატფორმა 8-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვებზე და მოზარდებზეა გათვლილი და მიზნად ახალგაზრდა თაობაში ფულის სწორად მართვის კულტურის ჩამოყალიბებას, ფინანსური დამოუკიდებლობის წახალისებას და ეკონომიკური ცნებების პრაქტიკულ ათვისებას ისახავს.

როგორც პროექტის ავტორები აღნიშნავენ, პლატფორმა სრულად ქართულენოვანია და ადგილობრივ რეალობაზეა მორგებული. ინტერაქციული სისტემა 15 საფეხურებრივ დონეს და ჯამში 315 თემას მოიცავს.

რა შესაძლებლობებს აერთიანებს პლატფორმა?

• თემატური მრავალფეროვნება: პროგრამა იწყება ფულის შესახებ საბაზისო ცნებებით, ჭკვიანური ხარჯვით, დაზოგვითა და ბიუჯეტირებით, რასაც ეტაპობრივად ემატება ისეთი კომპლექსური საკითხები, როგორებიცაა: საბანკო სისტემა და ციფრული გადახდები, ეკონომიკა, ფინანსური უსაფრთხოება, მეწარმეობა, ინვესტირება და სიმდიდრის შექმნა, სესხის აღება და მართვა, გადასახადები და ფინანსური ფსიქოლოგია. • სწავლის ორი ფორმატი: მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს, როგორც ტრადიციული კითხვის რეჟიმი, ისე ინტერაქციული "თამაშით სწავლა." • • "ფინანსური თავგადასავალი" - თამაშით სწავლა: პლატფორმა იყენებს თამაშის ელემენტებს (დონეების გახსნა, მისიების შესრულება, გამოცდილების (XP) ქულების დაგროვება). მოზარდები ეტაპობრივად ხსნიან ახალ კუნძულებსა და გამოწვევებს, რაც სწავლას უფრო საინტერესოს და სახალისოს ხდის. • ასაკზე მორგებული მასალა: სასწავლო მასალა დაყოფილია ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით (8-დან 16 წლამდე). ეს ბავშვებსა და მშობლებს საშუალებას აძლევს, ზუსტად შეარჩიონ შესაბამისი სირთულის თემა. • პრაქტიკული და ცხოვრებისეული მაგალითები: თეორიულ ცოდნასთან ერთად, პლატფორმა აერთიანებს რეალურ შემთხვევებს, პრაქტიკულ დავალებებსა და ცნობილ ფინანსურ მეთოდოლოგიებს.

პლატფორმა უკვე ხელმისაწვდომია მოსწავლეების, მშობლებისა და პედაგოგებისთვის. მისი გამოყენება შესაძლებელია, როგორც დამოუკიდებელი მეცადინეობისთვის, ისე სკოლებში დამხმარე სასწავლო რესურსად. მსურველებს სულ მალე შეეძლებათ, გადმოწერონ აპლიკაცია მობილური ტელეფონისთვის და პლანშეტისთვის.

პლატფორმის სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://coding.ge/app/financial-education

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

GCCA-მ "ფერის" „ეი ენერჯის“ 25%-იანი წილის შეძენის ნებართვა მისცა | როგორია კომპანიის გეგმა?

GCCA-მ "ფერის" „ეი ენერჯის“ 25%-იანი წილის შეძენის ნებართვა მისცა | როგორია კომპანიის გეგმა?

BM.GE

35 თეთრი კილოგრამზე - არასტანდარტული მანდარინი წელსაც დასუბსიდირდება

35 თეთრი კილოგრამზე - არასტანდარტული მანდარინი წელსაც დასუბსიდირდება

BM.GE

აგროთანაფადინანსების პროგრამას არასტანდარტული ვაშლის კომპონენტი დაემატა - მაქსიმალური კრედიტი ₾5 მლნ იქნება

აგროთანაფადინანსების პროგრამას არასტანდარტული ვაშლის კომპონენტი დაემატა - მაქსიმალური კრედიტი ₾5 მლნ იქნება

BM.GE

წელს Anthropic-ის შემოსავალი 1,200%-ით გაიზარდა

წელს Anthropic-ის შემოსავალი 1,200%-ით გაიზარდა

BM.GE