მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აგროთანაფადინანსების პროგრამას არასტანდარტული ვაშლის კომპონენტი დაემატა - მაქსიმალური კრედიტი ₾5 მლნ იქნება
აგროთანაფადინანსების პროგრამას არასტანდარტული ვაშლის კომპონენტი დაემატა - მაქსიმალური კრედიტი ₾5 მლნ იქნება

აგროთანაფადინანსების პროგრამას არასტანდარტული ვაშლის კომპონენტი დაემატა - მაქსიმალური კრედიტი ₾5 მლნ იქნება

BM.GE3 ნოემბერი, 2026, 18:41|bm.ge

აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამას არასტანდარტული ვაშლის შემსყიდველი საწარმოებისთვის ახალი კომპონენტი დაემატა. მთავრობის 3 ნოემბრის №518 დადგენილებით, საწარმოები არასტანდარტული ვაშლის შესაძენად და გადასამუშავებლად შეღავათიანი აგროკრედიტის მიღებას შეძლებენ. ერთი ბენეფიციარისთვის სესხის მაქსიმალური მოცულობა 5 მილიონი ლარი იქნება, მინიმალური კი 500 ათასი ლარი.

ახალი კომპონენტის ფარგლებში, სესხის ვადა მაქსიმუმ 9 თვე განისაზღვრა. კრედიტის გაცემა შესაძლებელი იქნება ყოველი წლის 1 სექტემბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე. პროგრამაში ჩართვა შეეძლებათ მხოლოდ იმ საწარმოებს, რომლებიც შესაბამისი წლის ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით შექმნილ საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირდებიან.

დადგენილების მიხედვით, ვაშლის გადამუშავებისთვის განკუთვნილი სესხის მოცულობა ყოველ შეძენილ ერთ კილოგრამ ვაშლზე 9 თეთრს არ უნდა აღემატებოდეს. სააგენტო სესხის საპროცენტო სარგებელს ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის ოდენობით დაასუბსიდირებს, თუმცა მხოლოდ იმ თანხაზე, რომელიც ბენეფიციარმა რეალურად არასტანდარტული ვაშლის შესაძენად და გადასამუშავებლად გამოიყენა.

სესხებზე წლიური საპროცენტო განაკვეთი სესხის მოცულობის მიხედვით განისაზღვრება. ₾500 ათასიდან 1.5 მილიონ ლარამდე სესხებზე ფიქსირებული განაკვეთი მაქსიმუმ 14% იქნება, ხოლო 1.5 მილიონიდან 5 მილიონ ლარამდე სესხებზე - მაქსიმუმ 13%. მცურავი განაკვეთის შემთხვევაში, შესაბამისი ზღვარი ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 6 ან 5 პროცენტული პუნქტი იქნება.

ბენეფიციარებს სესხის მიზნობრიობის დასადასტურებლად ფინანსურ ინსტიტუტში კრედიტის გაცემიდან 9 თვის ვადაში აუდიტორული დასკვნის წარდგენა მოუწევთ. ამასთან, პროგრამით გათვალისწინებული შესყიდვები დასაშვები იქნება ფიზიკური პირებისგანაც. ახალი კომპონენტის ფარგლებში, გარკვეულ შემთხვევებში, საწარმოებს ვაშლის შეძენა თანადაფინანსების შეთანხმების გაფორმებამდეც შეეძლებათ, თუ ისინი პროგრამით განსაზღვრული წესით წინასწარ იქნებიან რეგისტრირებული.

არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა 2026 წლის 13 ოქტომბერს ამოქმედდა. სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამაში ჩართულმა ცხრა ხილის გადამმუშავებელმა საწარმომ უკვე ჩაიბარა 2 195 ტონა არასტანდარტული ვაშლი, რის შედეგადაც ფერმერებმა 554 ათას ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს. ამ თანხიდან სახელმწიფო სუბსიდია 219 500 ლარზე მეტია.

მოქმედი სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო საწარმოებს არასტანდარტული ვაშლის შესყიდვისას თითოეულ კილოგრამზე 10 თეთრს უფინანსებს. პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ იმ გადამმუშავებელ საწარმოებს, რომლებიც 2026 წლის 18 დეკემბრამდე მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან ერთ კილოგრამ ვაშლს არანაკლებ 25 თეთრად შეისყიდიან. სახელმწიფო პროგრამა შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებს მოიცავს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რესტორანში სადილი 14%-ით გაძვირდა - როგორ შეიცვალა ტრადიციულ კერძებზე ფასები ოქტომბერში?

რესტორანში სადილი 14%-ით გაძვირდა - როგორ შეიცვალა ტრადიციულ კერძებზე ფასები ოქტომბერში?

BM.GE

რამ განაპირობა 2 ნოემბერს თბილისში ნაგვის ურნების გადავსება? - "თბილსერვის ჯგუფის" მოსახლეობას მიმართავს

რამ განაპირობა 2 ნოემბერს თბილისში ნაგვის ურნების გადავსება? - "თბილსერვის ჯგუფის" მოსახლეობას მიმართავს

BM.GE

ვინ მოამზადებს თბილისი-რუსთავის მიწისზედა მეტროს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას? - ADB-მ 6 კომპანია შეარჩია

ვინ მოამზადებს თბილისი-რუსთავის მიწისზედა მეტროს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას? - ADB-მ 6 კომპანია შეარჩია

BM.GE

აშშ-ში დღეს შუალედური არჩევნები ჩატარდება

აშშ-ში დღეს შუალედური არჩევნები ჩატარდება

BM.GE