მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ბაზისბანკი" "ლიბერთის" მინორიტარებისგან აქციების 4%-ის გამოსყიდვაზე ₾28 მილიონს დახარჯავს, აქციაზე 15.8 თეთრს
"ბაზისბანკი" "ლიბერთის" მინორიტარებისგან აქციების 4%-ის გამოსყიდვაზე ₾28 მილიონს დახარჯავს, აქციაზე 15.8 თეთრს

"ბაზისბანკი" "ლიბერთის" მინორიტარებისგან აქციების 4%-ის გამოსყიდვაზე ₾28 მილიონს დახარჯავს, აქციაზე 15.8 თეთრს

BM.GE3 ივნისი, 2026, 15:13|bm.ge

"ბაზისბანკი" "ლიბერთი ბანკის" მინორიტარი აქციონერებისგან აქციების გამოსყიდვას გეგმავს - პროექტის ბიუჯეტი 28 მილიონი ლარია და მის ფარგლებში "ბაზისბანკმა" "ლიბერთის" მინორიტარი მფლობელებისგან აქციათა 4.01%-ის პაკეტი უნდა შეისყიდოს. "ბაზისბანკის" მიერ გაკეთებული განაცხადის თანახმად, ბანკი მზად არის 178,373,697 ჩვეულებრივი აქცია გამოისყიდოს წინასწარ განსაზღვრულ ფასად - აქციაზე 15.785 თეთრი, რაც საერთო ჯამში 28,156,288 ლარს შეადგენს. აღნიშნული აქციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე ივაჭრება.

გარდა ჩვეულებრივი აქციების გამოსყიდვისა, "ბაზისბანკი" ასევე გეგმავს გამოისყიდოს "ლიბერთის" 4,565,384 პრივილეგირებული აქციაც, ხოლო გამოსყიდვის ფასი კი ერთ აქციაზე 1.11 ლარი იქნება. შესაბამისად, მთლიანად მინორიტარებისგან აქციების შესყიდვაზე ბაზისბანკი 33.2 მილიონ ლარს დახარჯავს.

"ბაზისბანკმა" "ლიბერთი ბანკის" საკონტროლო პაკეტი სებ-ის თანხმობის შემდეგ, 2026 წლის 16 აპრილს შეიძინა. ბანკის 95.99%-ის აქციების გამოსყიდვაზე გადახდილი თანხა 674.1 მილიონ ლარს შეადგენდა. მთლიანად გარიგების ღირებულება კი "ლიბერთის" ყოფილი აქციონერების მიერ მიღებული დივიდენდის ჩათვლით 802 მილიონ ლარს აღწევს.

"ბაზისბანკის" და "ლიბერთი ბანკის" გაერთიანების შესახებ:

"ბაზისბანკი"

ბაზისბანკი ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში, რომელიც კორპორაციულ, მცირე და საშუალო ბიზნესის და საცალო მომხმარებლებისთვის საბანკო, სალიზინგო და სადაზღვევო მომსახურების შეთავაზებით ქმნის ეკოსისტემას, რომელიც მომხმარებლის წარმატებასა და გრძელვადიან ნდობაზეა ფოკუსირებული. მისი მფლობელია ჩინური "ჰუალინგ გრუპი", ხოლო უშუალოდ "ჰუალინგ გრუპის" აქციონერები არიან ჩინეთის მოქალაქეები, ბიზნესმენები წოუ ივეი 46.76% და მი ზაიქი 51%.

2026 წლის თებერვლის მდგომარეობით, ბანკის აქტივები 5 მილიარდ ლარს, საკრედიტო პორტფელი 3.57 მილიარდ ლარს, დეპოზიტები კი 3.6 მილიარდი ლარია. ამასთან, ბანკს 2025 წელს 122.4 მილიონი ლარის წმინდა მოგება ჰქონდა. ბანკის ROE, ანუ უკუგება კაპიტალზე 14%-ს შეადგენს. ბანკის აქტივები სისტემის 4.73%-ია.

"ლიბერთი ბანკი"

ლიბერთი ბანკი საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტია და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 60,000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს.

ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით, 700-მდე ბანკომატით, ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა 5,600-ს აღემატება.

2026 წლის თებერვლის მდგომარეობით, ბანკის აქტივები 6.1 მილიარდ ლარს შეადგენს, კრედიტების მოცულობა 4.42 მილიარდი ლარია. დეპოზიტები კი 4.41 მილიარდ ლარს შეადგენს. ბანკის 2025 წლის წმინდა მოგება 128 მილიონი ლარია. უკუგება კაპიტალზე (ROE) 15.7%-ს შეადგენს. "ლიბერთის" აქტივები საქართველოს საბანკო სისტემის 5.80%-ია.

ბანკის აქციონერები იყვნენ Hunnewel Partners-ის დამფუძნებლები - ირაკლი რუხაძე 31.31%; ბენჯამინ ალბერტ მარსონი 31.31% და იგორ ალექსეევი 31.31%. ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს სწორედ ირაკლი რუხაძე ხელმძღვანელობდა.

რა იქნება გაერთიანებული ბანკის ზომა:

შერწყმის შემდეგ გაერთიანებული ბანკის პარამეტრები აქტივების ზომით იქნება 11.18 მილიარდი ლარი, რაც საბანკო სისტემის 10.53%-ია. საკრედიტო პორტფელი 8 მილიარდი ლარი, რაც სისტემის 10.9%-ია, ხოლო სადეპოზიტო პორტფელი კი ასევე 8 მილიარდი ლარი, რაც საბანკო სისტემის 11.5%-ია.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შეიძინე აქციები და კრიპტო აქტივები საქართველოს ბანკში - მიიღე 1,000,000 PLUS ქულა საჩუქრად

შეიძინე აქციები და კრიპტო აქტივები საქართველოს ბანკში - მიიღე 1,000,000 PLUS ქულა საჩუქრად

BM.GE

ბოთლზე ე.წ. 10-თეთრიანი გადასახადი, მცირე მარნებისთვის, სავარაუდოდ, არ დაწესდება|ინტერვიუ

ბოთლზე ე.წ. 10-თეთრიანი გადასახადი, მცირე მარნებისთვის, სავარაუდოდ, არ დაწესდება|ინტერვიუ

BM.GE

"ყველა უნივერსიტეტს მიეწოდება ის დაფინანსება, რაც მათ სჭირდებათ" - განათლების მინისტრის მოადგილე

"ყველა უნივერსიტეტს მიეწოდება ის დაფინანსება, რაც მათ სჭირდებათ" - განათლების მინისტრის მოადგილე

BM.GE

მშობლებთან შეხვედრა ნაყოფიერი იყო, თუმცა გადაწყვეტილებამდე მუშაობაა საჭირო - სარჯველაძე

მშობლებთან შეხვედრა ნაყოფიერი იყო, თუმცა გადაწყვეტილებამდე მუშაობაა საჭირო - სარჯველაძე

BM.GE