მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 2021 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - ივნისში თბილისში სამშენებლო ნებართვების ფართობი 225.3%-ით გაიზარდა|G&T
2021 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - ივნისში თბილისში სამშენებლო ნებართვების ფართობი 225.3%-ით გაიზარდა|G&T

2021 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - ივნისში თბილისში სამშენებლო ნებართვების ფართობი 225.3%-ით გაიზარდა|G&T

BM.GE1 აგვისტო, 2026, 00:25|bm.ge

თბილისში საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე გაცემული სამშენებლო ნებართვების ფართობი 2026 წლის ივნისში, ზედიზედ რვათვიანი შემცირების შემდეგ, წლიურად 225.3%-ით გაიზარდა და 300 095 კვადრატული მეტრი შეადგინა. ნებართვები 29 საცხოვრებელ პროექტზე გაიცა, რაც 2021 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი თვიური მაჩვენებელია. ამის შესახებ Galt & Taggart-ის თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ყოველთვიურ მიმოხილვაშია აღნიშნული.

კვლევის მიხედვით, მიუხედავად ივნისში დაფიქსირებული მკვეთრი ზრდისა, 2026 წლის პირველ ნახევარში გაცემული სამშენებლო ნებართვების ჯამური ფართობი წლიურად 7.3%-ით შემცირებულია.

Galt & Taggart-ის შეფასებით, ივნისში მიწოდების მხარეს მნიშვნელოვანი ცვლილება დაფიქსირდა. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ზედიზედ რვა თვის შემცირების შემდეგ, გაცემული ნებართვების საცხოვრებელი ფართობი მნიშვნელოვნად გაიზარდა და 2021 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ თვიურ ნიშნულს მიაღწია. ამასთან, პირველადი ბაზრის ფასმა ზომიერი ზრდა განაგრძო, ხოლო მეორად ბაზარზე ფასები შემცირდა, რაც აპრილში დაფიქსირებული მკვეთრი ზრდის შემდეგ ბაზრის ნაწილობრივ სტაბილიზაციაზე მიუთითებს.

ანგარიშის თანახმად, 2026 წლის ივნისში თბილისში სულ 4 503 ბინა გაიყიდა. მათგან 2 224 ტრანზაქცია მეორად ბაზარზე განხორციელდა, რაც წლიურად 22.3%-იანი ზრდაა და 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი თვიური მაჩვენებელია. პირველადი ბაზრის გაყიდვები კი 52.6%-ით გაიზარდა და 2 279 ბინა შეადგინა.

ამავე პერიოდში პირველადი ბაზრის საშუალო ფასი თვიურად 0.3%-ით გაიზარდა და კვადრატულ მეტრზე 1 417 აშშ დოლარს მიაღწია. მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში ფასი 1.5%-ით შემცირდა და 1 345 აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო თბილისში 50-60 კვადრატული მეტრის ბინის საშუალო ქირა კვადრატულ მეტრზე 10.1 აშშ დოლარამდე გაიზარდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 179 სტატია.

  • შპს "თბილისი მოლის" განცხადებარუსთავი 2
  • "თბილისი მოლი": "დეზერტირების" ტერიტორიაზე გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოებიფორმულა
  • "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება- "თბილისი მოლის" განცხადებატვ პირველი
  • შპს „თბილისი მოლი“ „დეზერტირების ბაზრობის“ ტერიტორიაზე არსებულ სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებსიმედი
თბილისში →

მსგავსი სტატიები

ვინ არიან საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატები და რომელი ბიზნესმენები უჭერენ მათ მხარს?

ვინ არიან საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატები და რომელი ბიზნესმენები უჭერენ მათ მხარს?

BM.GE

განაკვეთის უცვლელად დატოვება ზომიერად გამკაცრებულ პოლიტიკას წარმოადგენს, რისი მიზეზიც ინფლაციური ტენდენციებია - სოფრომაძე

განაკვეთის უცვლელად დატოვება ზომიერად გამკაცრებულ პოლიტიკას წარმოადგენს, რისი მიზეზიც ინფლაციური ტენდენციებია - სოფრომაძე

BM.GE

სანკტ-პეტერბურგში საწვავის დეფიციტის გამო ორკილომეტრიანი რიგები გაჩნდა

სანკტ-პეტერბურგში საწვავის დეფიციტის გამო ორკილომეტრიანი რიგები გაჩნდა

BM.GE

TasteAtlas: ქართული საფერავი და ქვევრის ღვინო მსოფლიოს საუკეთესო 5 ღვინოს შორის დასახელდა

TasteAtlas: ქართული საფერავი და ქვევრის ღვინო მსოფლიოს საუკეთესო 5 ღვინოს შორის დასახელდა

BM.GE