მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს

ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს

BM.GE2 ოქტომბერი, 2026, 19:09|bm.ge

ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით, კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრი 99-ე სეზონს იწყებს. თითქმის ასწლოვანი ისტორიის მქონე თეატრი, ერთგულ მაყურებელს ამჯერადაც მრავალფეროვან და სიახლეებით სავსე თეატრალურ სეზონს შესთავაზებს.

წლევანდელ სეზონს თეატრალური დასი განსაკუთრებული შემოქმედებითი ენერგიითა და განახლებული ხედვით ხვდება. დაგეგმილია არაერთი ახალი პროექტი და გასტროლი. 9 ოქტომბერს მაყურებელი იგორ ბაუერსიმას პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის, „ნორვეგია დღეს“, პრემიერას იხილავს. 11 ოქტომბერს თეატრალური დასი სპექტაკლ „ქალების“ საიუბილეო, 150-ე წარმოდგენას ითამაშებს. 25 ოქტომბერს კი რეჟისორ გიორგი სულთანიშვილის სპექტაკლ „ხიდის“ პრემიერა გაიმართება. წლის განმავლობაში თეატრი საზოგადოებას როგორც ახალ დადგმებს, ისე მათთვის კარგად ნაცნობ სპექტაკლებს შესთავაზებს.

“მარჯანიშვილის თეატრი ქართული კულტურული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და დღემდე გამორჩეულ ადგილს იკავებს თეატრის მოყვარულთა შორის. ბაზისბანკისთვის მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობისა და ხელოვნების მხარდაჭერა, სწორედ ამიტომ ვაგრძელებთ თეატრთან პარტნიორობას და დარწმუნებული ვარ, 99-ე სეზონიც მაყურებლისთვის გამორჩეული სიახლეებით იქნება დატვირთული.“ - ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების და ბრენდინგის დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.

ბაზისბანკისთვის ქართული თეატრის მხარდაჭერა და პოპულარიზაცია ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მარჯანიშვილის თეატრის გარდა, ბანკი არის ახმეტელის თეატრის, სანდრო მრევლიშვილის სახელობის თეატრის, თოჯინების თეატრების გაერთიანებისა და „თოჯინების სახლის“ გენერალური სპონსორი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: გენერალური

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 98 სტატია.

  • საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, საქართველოს საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით სიგარეტისა და მედიკამენტების მალულად გადაზიდვის ფაქტი აღკვეთესიმედი
  • გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესია - საქართველოს პრემიერის გამოსვლა და მთავარი გზავნილები ოკუპაციაზე, შერიგებასა და რეგიონულ მშვიდობაზერუსთავი 2
  • Სელფი გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულის მონაწილეატვ პირველი
  • უკრაინის უმაღლესმა რადამ გენერალური პროკურორი რუსლან კრავჩენკო თანამდებობიდან გადააყენაფორმულა
გენერალური →

მსგავსი სტატიები

აშშ-მა ირანის საავტომობილო და სარკინიგზო სექტორებს სანქციები დაუწესა

აშშ-მა ირანის საავტომობილო და სარკინიგზო სექტორებს სანქციები დაუწესა

BM.GE

რას საქმიანობს ტაილანდური ბიზნესჯგუფი C.P. Group-ი, რომელიც საქართველოში ინვესტირებით არის დაინტერესებული

რას საქმიანობს ტაილანდური ბიზნესჯგუფი C.P. Group-ი, რომელიც საქართველოში ინვესტირებით არის დაინტერესებული

BM.GE

8 თვეში წესების დარღვევისა და უკანონო თევზჭერის 412 ფაქტი გამოვლინდა - ზედამხედველობის დეპარტამენტი

8 თვეში წესების დარღვევისა და უკანონო თევზჭერის 412 ფაქტი გამოვლინდა - ზედამხედველობის დეპარტამენტი

BM.GE

ევროკავშირი და უკრაინა €45-მილიარდიანი სესხის გამოყოფის დაჩქარებაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირი და უკრაინა €45-მილიარდიანი სესხის გამოყოფის დაჩქარებაზე შეთანხმდნენ

BM.GE