მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბაზისბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკის ასოციაციის II საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
ბაზისბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკის ასოციაციის II საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

ბაზისბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკის ასოციაციის II საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

BM.GE2 ივლისი, 2026, 11:16|bm.ge

ბაზისბანკის მხარდაჭერით და საქართველოს საბანკო ასოციაციის თანაორგანიზებით, საქართველოს ეკონომიკის ასოციაციის II საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.

კონფერენცია მნიშვნელოვან საერთაშორისო აკადემიურ პლატფორმას წარმოადგენს, ღონისძიებაში ადგილობრივი და მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების 50-ზე მეტმა მომხსენებელმა მიიღო მონაწილეობა.

მსგავსი მასშტაბისა და მნიშვნელობის ღონისძიებები განსაკუთრებულ როლს ასრულებს აკადემიურ წრეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაში, თანამედროვე ეკონომიკური გამოწვევების განხილვასა და იმ ცოდნის გაზიარებაში, რომელიც ეკონომიკური განვითარების, ფინანსური სტაბილურობისა და მდგრადი ზრდის ხელშეწყობას ემსახურება.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე „ფინანსური განვითარება და ეკონომიკური ზრდა“. დისკუსია დაეთმო ფინანსური სექტორის და ეკონომიკური განვითარების ურთიერთკავშირს, ფინანსური სისტემების გავლენას ინვესტიციებსა და მდგრად განვითარებაზე. ასევე, იმ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს, რომლებიც საქართველოს ეკონომიკურ გარემოში ფინანსური სექტორის წინაშე დგას.

დისკუსიის მონაწილეები ეკონომიკური სისტემის სხვადასხვა სეგმენტს წარმოადგენდნენ და საკითხი სხვადასხვა კუთხით განიხილეს, რომელშიც კომერციული ბანკების, საქართველოს ეროვნული ბანკის, სახელმწიფო კორპორაციის და აკადემიური წრის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. პანელს საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე გაუძღვა, ხოლო მომხსენებლები იყვნენ ვატო ბაბუნაშვილი (ლიბერთი, ბაზისბანკის ჰოლდინგი), გიორგი ბაქრაძე (პროკრედიტ ბანკი), დავით უტიაშვილი (საქართველოს ეროვნული ბანკი), ირაკლი გაბრიაძე (საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია) და ჯოზეფ კაბოსკი (ნოტრდამის უნივერსიტეტი).

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Sotheby's აუქციონზე 67 მილიონი წლის ტირანოზავრის ჩონჩხი გაიყიდება - წინასწარი ღირებულება $30 მილიონია

Sotheby's აუქციონზე 67 მილიონი წლის ტირანოზავრის ჩონჩხი გაიყიდება - წინასწარი ღირებულება $30 მილიონია

BM.GE

2023 წლიდან უფუნქციო "სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის" დირექტორმა 76 234 ლარის ხელფასი აიღო

2023 წლიდან უფუნქციო "სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის" დირექტორმა 76 234 ლარის ხელფასი აიღო

BM.GE

სვეტიცხოვლის კვლევისა და რესტავრაციისთვის ₾5 მილიონამდე დაიხარჯება|შესყიდვები გამარტივებულად იგეგმება

სვეტიცხოვლის კვლევისა და რესტავრაციისთვის ₾5 მილიონამდე დაიხარჯება|შესყიდვები გამარტივებულად იგეგმება

BM.GE

კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა - არიან გარდაცვლილები

კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა - არიან გარდაცვლილები

BM.GE