მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბაზრებსა და ბაზრობებზე სავაჭრო ადგილების რაოდენობა შემცირდა - საქსტატი
ბაზრებსა და ბაზრობებზე სავაჭრო ადგილების რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

ბაზრებსა და ბაზრობებზე სავაჭრო ადგილების რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

BM.GE30 ივლისი, 2026, 01:59|bm.ge

2025 წელს საქართველოში მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიებზე 46.5 ათასი სავაჭრო ადგილი იყო, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით დაახლოებით 2%-ით ნაკლებია.

საქსტატის მონაცემებით, მიუხედავად სავაჭრო ადგილების შემცირებისა, ბაზრებსა და ბაზრობებზე დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა უცვლელი დარჩა და 2.7 ათასი ადამიანი შეადგინა. ამასთან, მოვაჭრეთა საშუალო დღიურმა რაოდენობამ 36.1 ათასი ადამიანი შეადგინა.

ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებულ ეკონომიკურ სუბიექტებში, მათ შორის ბაზრობების დირექციებში, დასაქმებულთა 32.6% ქალი იყო. დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ყველაზე დიდი წილი თბილისზე მოდიოდა - დედაქალაქში სექტორში დასაქმებულთა 48.1% იყო კონცენტრირებული. ხოლო ყველაზე ცოტა შიდა ქართლში.

2025 წელს ყოველდღიური ვაჭრობა 153 ბაზარში მიმდინარეობდა, საკვირაო ვაჭრობა - 23 ბაზარში, ხოლო კვირის გარდა, სხვა დღეებში ვაჭრობდა 3 ბაზარი. დანარჩენ ბაზრებსა და ბაზრობებზე ვაჭრობა კვირის სხვადასხვა დღეებში ერთიდან ოთხ დღემდე გრაფიკით იყო ორგანიზებული.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"როდის ბუთქავს, არ ვიცით" - ფინანსისტი განმარტავს, რატომაა სწორი სავალუტო რეზერვების ზრდის პოლიტიკა

"როდის ბუთქავს, არ ვიცით" - ფინანსისტი განმარტავს, რატომაა სწორი სავალუტო რეზერვების ზრდის პოლიტიკა

BM.GE

მომავალი წლიდან სკოლებში რეპეტიტორიუმის მოდელი, საგამოცდო საგნებს კი იტალიური დაემატება - მიქანაძე

მომავალი წლიდან სკოლებში რეპეტიტორიუმის მოდელი, საგამოცდო საგნებს კი იტალიური დაემატება - მიქანაძე

BM.GE

„ვებრძვი უდიპლომო სასიძოს სინდრომს“ - მთავრობა პროფესიული განათლების საკანონმდებლო ცვლილებებს ამზადებს

„ვებრძვი უდიპლომო სასიძოს სინდრომს“ - მთავრობა პროფესიული განათლების საკანონმდებლო ცვლილებებს ამზადებს

BM.GE

შარშან 60-მდე სკოლა გავხსენით, წელს კი კიდევ 30-მდე განახლებული და ახალი სკოლა გვექნება - მიქანაძე

შარშან 60-მდე სკოლა გავხსენით, წელს კი კიდევ 30-მდე განახლებული და ახალი სკოლა გვექნება - მიქანაძე

BM.GE