მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბელარუსში ქართული ღვინო და აგროპროდუქტები წარადგინეს|რა ოდენობის ექსპორტი გვაქვს ამ ქვეყანაში?
ბელარუსში ქართული ღვინო და აგროპროდუქტები წარადგინეს|რა ოდენობის ექსპორტი გვაქვს ამ ქვეყანაში?

ბელარუსში ქართული ღვინო და აგროპროდუქტები წარადგინეს|რა ოდენობის ექსპორტი გვაქვს ამ ქვეყანაში?

BM.GE5 ივნისი, 2026, 12:34|bm.ge

ბელარუსის რესპუბლიკის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენის Belagro 2026 ფარგლებში, საქართველო-ბელარუსის ბიზნესფორუმი გაიმართა. როგორც ღვინის ეროვნული სააგენტო იტყობინება, ქართული კომპანიების წარმომადგენლებმა ფორუმის მონაწილეებს პრეზენტაციის ფორმატში, ქართული ღვინისა და ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ასორტიმენტი და საექსპორტო შესაძლებლობები გააცნეს.

უწყების ცნობით, ღონისძიების მიზანი ორ ქვეყანას შორის აგროსასურსათო სექტორში სავაჭრო თანამშრომლობის გაღრმავება და ახალი ბიზნესკავშირების ჩამოყალიბებაა.

"ბიზნესფორუმი ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ და ბელარუსის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ იაკოვჩიცმა გახსნეს.

ბიზნესფორუმში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პავილიონში წარმოდგენილი ქართული ღვინისა და აგროსასურსათო პროდუქციის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებმა. შეხვედრას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ავალიანი და საქართველოში ბელარუსის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიკოლაი როგაშჩუკი ესწრებოდნენ.

საერთაშორისო გამოფენაზე Belagro 2026 საქართველოს პავილიონი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და სოფლის განვითარების სააგენტოსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით იყო წარმოდგენილი", - იტყობინება ღვინის ეროვნული სააგენტო.

საერთაშორისო გამოფენა Belagro ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო პლატფორმაა რეგიონში, რომელიც სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და აგროსასურსათო სექტორის წარმომადგენლებს აერთიანებს.

ცნობისთვის, მიმდინარე წელს, იანვარ-აპრილის მონაცემებით, ბელარუსში ექსპორტი გაზრდილია 10,6 მლნ აშშ დოლარამდე, გასულ წელს კი ეს მაჩვენებელი 9,9 მლნ აშშ დოლარი იყო. წელს პირველ ადგილზე საექსპორტო საქონელს შორის არის სპირტიანი სასმელები, მეორეზე ღვინო, მესამეზე კი გაზიანი სასმელები. ათეულშია ასევე მინერალური წყალი და თხილიც.

ბელარუსში გასული წლების ჯამური ექსპორტის მაჩვენებლები კი შემდეგნაირია:

2020 – 47,3 მლნ აშშ დოლარი

2021 – 59,4 მლნ აშშ დოლარი

2022 – 56,4 მლნ აშშ დოლარი

2023 – 37,8 მლნ აშშ დოლარი

2024 – 36,6 მლნ აშშ დოლარი

2025 – 42,8 მლნ აშშ დოლარი

ამის საპირისპიროდ გაორმაგებულია იმპორტი ბელარუსიდან. წელს უკვე 60 მლნ აშშ დოლარის იმპორტი ფიქსირდება, გასული წლის პირველ ოთხ თვეში კი 32 მლნ აშშ დოლარი იყო. წლების მიხედვით თუ შევხედავთ სტატისტიკას, 2020 წელთან შედარებით 2025 წელს ორჯერაა გაზრდილი იმპორტი ბელარუსიდან. ამის მიზეზი კი 2023 წლიდან ნავთობპროდუქტების იმპორტის დაწყებაა.

რძის პროდუქტები, ხე-ტყის მასალა, სპირტიანი სასმელები, ღვინო... - რით ვაჭრობს საქართველო ბელარუსთან?

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რა მოლოდინია გაზის ტარიფზე აზერბაიჯანთან 20-წლიანი ხელშეკრულების ფონზე? - დავით ნარმანიას პასუხი

რა მოლოდინია გაზის ტარიფზე აზერბაიჯანთან 20-წლიანი ხელშეკრულების ფონზე? - დავით ნარმანიას პასუხი

BM.GE

წელს, ზეთისხილის სამჯერ მეტ მოსავალს ველოდებით - "ქართული ზეთისხილის" დამფუძნებელი

წელს, ზეთისხილის სამჯერ მეტ მოსავალს ველოდებით - "ქართული ზეთისხილის" დამფუძნებელი

BM.GE

რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის ღირებულებას თავად აფხაზეთი იხდის - ნარმანია

რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის ღირებულებას თავად აფხაზეთი იხდის - ნარმანია

BM.GE

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა

BM.GE