მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Big Tech. Global Legends. One Future - თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
Big Tech. Global Legends. One Future - თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა

Big Tech. Global Legends. One Future - თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა

BM.GE3 ივლისი, 2026, 17:27|bm.ge

1 ივლისს, თიბისის მხარდაჭერითა და HT Solutions-ის ორგანიზებით, თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა, რომელმაც 1000-მდე სტუმარს უმასპინძლა და ტექნოლოგიური კომპანიები, ინოვატორები, ტექპროფესიონალები და ბიზნესლიდერები გააერთიანა.

კონფერენციის მთავარი თემა იყო - „Big Tech. Global Legends. One Future“ და ეხებოდა ხელოვნური ინტელექტის (AI), კიბერუსაფრთხოების, მონაცემთა ანალიტიკის (Data & Analytics), ღრუბლოვანი ტექნოლოგიების (Cloud Technologies), ინფრასტრუქტურის, DevOps-სა და ციფრული ტრანსფორმაციის საკითხებს.

მთავარი სცენა, ტექნოლოგიური სცენა და სამუშაო სესიების სცენა - ასეთმა მრავალფორმატიანმა პროგრამამ მონაწილეებს საშუალება მისცა, ინტერესებისა და პროფესიული საჭიროებების შესაბამისად აერჩიათ როგორც სტრატეგიულ და ბიზნეს საკითხებზე ფოკუსირებული გამოსვლები, ისე - სიღრმისეული ტექნიკური სესიები და პრაქტიკული ვორკშოპები.

მთავარი სცენიდან, თიბისის ტექ პროფესიონალებმა - გიორგი ვარამიშვილმა, შოთა იორამაშვილმა, ჯუბო ფალელაშვილმა და ნიკა ჟორდანიამ აუდიტორიას გაუზიარეს თუ როგორ იქმნება ინოვაციები თიბისიში და როგორ პასუხობს დიდი კომპანია სხვადასხვა ტექნოლოგიურ გამოწვევებს.

მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების - NVIDIA, Google, Amazon, Microsoft, Google Cloud, AWS წარმომადგენლებმა კი, დამსწრეებს საკუთარი გამოცდილება და ხედვა გაუზიარეს.

თიბისი, როგორც ყველაზე ტექნოლოგიური ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, მუდმივად უწყობს ხელს ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებას.

Change Inspire-ის მხარდაჭერა თიბისისთვის კიდევ ერთი შესაძლებლობაა, მხარი დაუჭიროს იმ პროფესიული საზოგადოების გაძლიერებას, რომელიც ქვეყნის ტექნოლოგიურ მომავალს ქმნის.

გვჯერა, ვქმნით ინოვაციას.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 192 სტატია.

  • პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 1 პირიიმედი
  • თბილისში, კუკიის სასაფლაოდან მახათასკენ გადასასვლელ გზაზე მიწა ჩამოიშალაფორმულა
  • რუსთაველზე გაზის ქსელი სრულად განახლდება - თბილისი ენერჯიტვ პირველი
  • თბილისი (პანტიანი)-მანგლისის გზის 21.3 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობსრუსთავი 2
თბილისში →

მსგავსი სტატიები

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

BM.GE

ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს და საზოგადოებას ვეტყვი ჩემს სიმართლეს - ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს

ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს და საზოგადოებას ვეტყვი ჩემს სიმართლეს - ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს

BM.GE

დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი ღარიბაშვილი

დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი ღარიბაშვილი

BM.GE

რაში დაიხარჯება თელავის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის გამოყოფილი ნახევარი მილიონი?

რაში დაიხარჯება თელავის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის გამოყოფილი ნახევარი მილიონი?

BM.GE