
თბილისში, კუკიის სასაფლაოდან მახათასკენ გადასასვლელ გზაზე მიწა ჩამოიშალა
ფორმულა|formulanews.ge
ძლიერი წვიმის შედეგად, თბილისში, კუკიის სასაფლაოდან მახათასკენ გადასასვლელ გზაზე მიწა ჩამოიშალა - ფოტოს სოციალურ ქსელში ადგილიდან "ჩემი ქალაქი მკლავს" ავრცელებს.
ძლიერი წვიმის შედეგად ღამით დედაქალაქის ქუჩები ისევ დაიტბორა. გართულებული იყო საავტომობილო მოძრაობა, გზებზე მოედინებოდა წყალი, დაიტბორა მეტროსადგურები, საცხოვრებლები.
წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მოსახლეობამ გზა გადაკეტა, ძლიერი წვიმის შედეგად სარდაფები დაიტბორა. ადგილობრივები დახმარებას ითხოვდნენ.
სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები თბილისის სხვადასხვა ქუჩიდან, სადაც მოქალაქეები ქუჩების დატბორვის შესახებ წერდნენ, მათ შორის წყნეთში.
გაზიარება:
ფორმულა
წყარო: formulanews.ge