
ბილ აკმანის Pershing Square-მა ახალი ფონდისთვის $5 მილიარდი მოიზიდა
ბილ აკმანის Pershing Square-მა ახალი ფონდისთვის $5 მილიარდი მოიზიდა. საინვესტიციო კომპანიამ ამერიკულ საფონდო ბირჟაზე აქციების პირველადი განთავსება წარმატებით განახორციელა. როგორც ირკვევა, მოთხოვნამ მოლოდინს გადააჭარბა და IPO-ზე გამოტანილი აქციები სრულად გაიყიდა.
მათგან ყველაზე დიდი ნაწილი, 85% ინსტიტუციურმა ინვესტორება შეისყიდეს. ფონდში კაპიტალი საპენსიო ფონდებმა და სადაზღვევო კომპანიებმა ჩადეს. ინვესტორებმა ყოველ ხუთ PSUS-ის აქციაზე მმართველი კომპანიის ერთი ბონუს აქცია მიიღეს.
ახალი ფონდი Pershing Square USA ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე PSUS სიმბოლოთი განთავსდა. პარალელურად, მმართველი კომპანია Pershing Square-ი ვაჭრობას PS სიმბოლოთი დაიწყებს. აღსანიშნავია, რომ ფონდის აქციების შეძენა როგორც ინსტიტუციურ, ისე კერძო ინვესტორებს შეეძლებათ.
ცნობისთვის, ახალი ფონდის სტრატეგია აკმანის არსებული ჰეჯ-ფონდის მოდელს სრულად იმეორებს. კაპიტალი ჩრდილოეთ ამერიკაში რეგისტრირებული 12-15 მსხვილი კომპანიის აქციებში განთავსდება.
შეგახსენებთ, რომ ბილ აკმანი უოლ-სტრიტზე ერთ-ერთ ყველაზე გამჭრიახ ინვესტორად მიიჩნევა. სწორედ ამით აიხსნება ფაქტი, რომ მაშინ, როცა ბაზარზე დახურული ტიპის ფონდების პოპულარობა შემცირებულია, აკმანმა ინვესტორების ნდობის მოპოვება მაინც შეძლო. მას ისეთ გიგანტებთან მუშაობის გამოცდილება აქვს, როგორებიც არიან Chipotle Mexican Grill-ი და Canadian Pacific Railway.
შეგახსენებთ, რომ ბილ აკმანმა ფონდის საჯაროდ განთავსება 2024 წელსაც სცადა. პროცესი მაშინ დაბალი მოთხოვნის გამო შეჩერდა.