მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ბიოგრაფი ლივინგის" "ჰისნის" მეორე ფაზის წინასწარ გაყიდვებს იწყებს - რა ეტაპზეა მშენებლობა?
"ბიოგრაფი ლივინგის" "ჰისნის" მეორე ფაზის წინასწარ გაყიდვებს იწყებს - რა ეტაპზეა მშენებლობა?

"ბიოგრაფი ლივინგის" "ჰისნის" მეორე ფაზის წინასწარ გაყიდვებს იწყებს - რა ეტაპზეა მშენებლობა?

BM.GE16 ოქტომბერი, 2026, 22:27|bm.ge

"ბიოგრაფი ლივინგი" მომდევნო თვიდან "ჰისნის" მეორე ფაზის წინასწარ გაყიდვებს იწყებს - ამის შესახებ როგორც "ბიოგრაფი ლივინგის" გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თათია გელაშვილმა "საქმიან დილაში" განაცხადა და აღნიშნა, რომ პირველი ფაზის მშენებლობა 2028 წლის ბოლოს დასრულდება, ხოლო პროექტის დასრულების ვადა 2031 წელია.

პროექტი ქეთევან დედოფლის გამზირზე, მეტრო "ისნის" პირდაპირ შენდება და ოთხ 36-სართულიან საცხოვრებელ თაუერს, კომერციულ და საოფისე სივრცეებს, ასევე 40 000 მ² სიდიდის სავაჭრო ცენტრსა და 8 000 მ²-ის გამწვანებულ სარეკრეაციო ზონას მოიცავს. ტერიტორიაზე დაგეგმილია პადელის კორტის, სპორტული მოედნების, 25-მეტრიანი საცურაო აუზისა და ფიტნესდარბაზის მოწყობაც. კომპლექსი "15-წუთიანი ქალაქის" კონცეფციას ეფუძნება, სადაც ყოველდღიური სერვისები ფეხით სავალ მანძილზეა ხელმისაწვდომი.

პროექტის განვითარება ორ ეტაპად არის დაყოფილი. პირველი ფაზის აქტიური სამშენებლო სამუშაოები ორი წლის წინ დაიწყო და ის ორ თაუერს აერთიანებს.

"პირველი ფაზა მოიცავს ორ თაუერს, სადაც გაყიდვების მაჩვენებელი უკვე 95%-ს უახლოვდება, რაც საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგია, იმის გათვალისწინებით, რომ მშენებლობის დასრულებამდე კიდევ ორი წელია დარჩენილი. ამასთან, საწყის საშუალო ფასთან მიმართებით, ღირებულება დღეს უკვე 50%-ით არის გაზრდილი.

მოთხოვნა პირდაპირპროპორციულია იმ ხარისხთან, რასაც მშენებლობის, არქიტექტურისა და კონცეფციის ნაწილში ვთავაზობთ მომხმარებელს. გამორჩეული ლოკაცია და 15-წუთიანი ქალაქის პრინციპი ინტერესს კიდევ უფრო ზრდის როგორც მობინადრეების, ისე ინვესტორების მხრიდან", - ამბობს თათია გელაშვილი.

პირველი ეტაპის პარალელურად, კომპანია პროექტის დასკვნითი, მეორე ფაზის განხორციელებაზე გადადის, რომელიც მესამე და მეოთხე ბლოკებს გააერთიანებს.

დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით, მეორე ფაზის აქტიური სამშენებლო სამუშაოები ნოემბრის დასაწყისში დაიწყება, მთლიანი კომპლექსის საბოლოო დასრულება კი 2031 წლისთვისაა ნავარაუდევი. დეველოპერის მოლოდინით, მშენებლობის პროგრესთან ერთად, ფასთა ზრდის დინამიკა მომდევნო წლებშიც შენარჩუნდება.

მშენებლობის ახალ ეტაპზე გადასვლასთან ერთად, "ბიოგრაფი ლივინგი" მეორე ფაზის (III ბლოკის) წინასწარ გაყიდვებს იწყებს. შეთავაზება ლიმიტირებულ რაოდენობაზე ვრცელდება და მხოლოდ სამი დღის განმავლობაში - 5, 6 და 7 ნოემბერს იქნება აქტიური.

"დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, პირველებმა შეარჩიონ და დაჯავშნონ სასურველი ფართები საწყის, საუკეთესო ფასად. ამისთვის საჭიროა წინასწარი შეხვედრის დაჯავშნა კომპანიის სათავო ოფისში (ჭავჭავაძის გამზ. №80), სადაც უძრავი ქონების მრჩევლები მომხმარებლებს ექსკლუზიურ პირობებს გააცნობენ," - აღნიშნა თათია გელაშვილმა.

წინასწარი გაყიდვების ფარგლებში დეველოპერი გადახდის მოქნილ სქემასაც აანონსებს: პირველადი შენატანის გარეშე, ღირებულების 20%-ის გადანაწილება შესაძლებელია 30 თვეზე, ხოლო დარჩენილი 80%-ის დაფარვა პროექტის მშენებლობის შემდგომ ეტაპზე არის გათვალისწინებული.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სექტემბერში ინფლაციური მოლოდინები გაიზარდა - ეროვნული ბანკი

სექტემბერში ინფლაციური მოლოდინები გაიზარდა - ეროვნული ბანკი

BM.GE

„ღარიბაშვილზე ხელის დადებით თავისუფლება იყიდეს“ - ადვოკატი ყოფილი პრემიერის ახალ საქმეზე განცხადებას ავრცელებს

„ღარიბაშვილზე ხელის დადებით თავისუფლება იყიდეს“ - ადვოკატი ყოფილი პრემიერის ახალ საქმეზე განცხადებას ავრცელებს

BM.GE

$, €, £... - როგორ შეიცვალა ვალუტის კურსი გასული კვირის განმავლობაში?

$, €, £... - როგორ შეიცვალა ვალუტის კურსი გასული კვირის განმავლობაში?

BM.GE

"ეტაპობრივად იზრდება იუანის წილი ჩვენს რეზერვებში " - თურნავა და ხუციშვილი ჩინეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს შეხვდნენ

"ეტაპობრივად იზრდება იუანის წილი ჩვენს რეზერვებში " - თურნავა და ხუციშვილი ჩინეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს შეხვდნენ

BM.GE