მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „ბიოლი“ 70%-იანი დატვირთვით მუშაობს | საიდან სტუმრობენ ველნეს კურორტს?
„ბიოლი“ 70%-იანი დატვირთვით მუშაობს | საიდან სტუმრობენ ველნეს კურორტს?

„ბიოლი“ 70%-იანი დატვირთვით მუშაობს | საიდან სტუმრობენ ველნეს კურორტს?

BM.GE30 ოქტომბერი, 2026, 00:39|bm.ge

ველნეს კურორტი „ბიოლი“ ოქტომბრის ბოლოსთვის 70%-იანი დატვირთვით მუშაობს. მისი დამფუძნებელი, ბიზნესმენი თამაზ მჭედლიძე BM.GE-სთან ამბობს, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის პირობებში, სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ვიზიტორების შემცირების მიუხედავად, ზაფხულის აქტიურ სეზონზე კურორტი 90%-ითაც იტვირთებოდა.

„დღეისთვის „ბიოლში“ 17 კოტეჯია და დატვირთულობა საკმაოდ მაღალია, დაახლოებით 70-75%. წლის განმავლობაში აქტიურ ტურისტულ სეზონზე ანუ ზაფხულში დატვირთვის მაჩვენებელი 90-95% იყო. განთავსების გარდა ჩვენი სტუმრების მხრიდან სამედიცინო ველნესზე დიდი მოთხოვნაა. ჩვენ ვამბობთ, რომ ტურიზმი კარგი თემაა, მაგრამ სამედიცინო - ველნეს ტურიზმი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანები უფრო დიდხანს რჩებიან. ისე რომ ამ პერიოდში მიღებული შემოსავლებით, შეგვიძლია დაბალი აქტივობის სეზონიც კი გადავლახოთ“, - ამბობს თამაზ მჭედლიძე.

მისი ინფორმაციით, სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ვიზიტების შემცირების მიუხედავად, კურორტს დამსვენებელი არ აკლდა და ქვეყნების გეოგრაფია ნაწილობრივ შეიცვალა.

„ახლა ცოტა იმატა უზბეკეთმა, ყაზახეთმა, უკრაინამ და აზერბაიჯანმა, ჩვენ და გასაკვირად... გულახდილად რომ გითხრა, ვინაიდან „ბიოლი“ მაღალგადამხდელუნარიან სტუმარზეა ორიენტირებული, წელს ომის გამო სტუმრების რაოდენობა მაინც ნაკლები იყო. შარშან და შარშანწინ უფრო სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან მოდიოდნენ“, - აღნიშნავს თამაზ მჭედლიძე.

BM.GE-მ „ბიოლის“ მფლობელს ჰკითხა - მსოფლიოში ნავთობის გაძვირების გამო მზარდი ინფლაციის პირობებში, რაც საქართველოზეც ახდენს გავლებას, ხომ არ შეიცვალა კურორტზე დასვენების ღირებულება, რაზედაც თამაზ მჭედლიძე პასუხობს, რომ მათთამ საფასო პოლიტიკის კორექტირება მოთხოვნაზეა დამოკიდებული.

„რაც მეტი მოთხოვნა იქნება, მით მეტია ფასი, რაც ნაკლები მოთხოვნაა - ნაკლები ფასი იქნება, სამწუხაროდ. ეს არის ჩვენი უმთავრესი მაჩვენებელი, ამიტომ ვცდილობთ მაქსიმალური ხარისხი იყოს, რომ მაღალგადამხდელუნარიანი სტუმრები მოვიზიდოთ. ვფიქრობ, რაც უფრო მეტი იქნება ქვეყანაში ასეთი მაღალგადამხდელუნარიანი ადამიანებზე გათვლილი ინფრასტრუქტურა, ეს არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი ქვეყნის გამდიდრების“, - განმარტა მჭედლიძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"აღმოჩნდა, რომ პირველ რიგში საკუთარ თავს ვაზიანებდით" - როგორ ნერგავს "კომოდუსი" EU-ს რეკომენდაციებს

"აღმოჩნდა, რომ პირველ რიგში საკუთარ თავს ვაზიანებდით" - როგორ ნერგავს "კომოდუსი" EU-ს რეკომენდაციებს

BM.GE

უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის სამმხრივი მოლაპარაკებები აბუ-დაბიში ნოემბრის პირველ ნახევარში ჩატარდება

უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის სამმხრივი მოლაპარაკებები აბუ-დაბიში ნოემბრის პირველ ნახევარში ჩატარდება

BM.GE

კანადის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გაზარდა

კანადის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გაზარდა

BM.GE

აშშ-ის ფედერალური რეზერვი გადაწყვეტილებას უფრო იშვიათად მიიღებს

აშშ-ის ფედერალური რეზერვი გადაწყვეტილებას უფრო იშვიათად მიიღებს

BM.GE