
აშშ-ის ფედერალური რეზერვი გადაწყვეტილებას უფრო იშვიათად მიიღებს
აშშ-ის ფედერალური რეზერვის ხელმძღვანელის, კევინ უორშის განცხადებით, უახლოეს წლებში ცენტრალური ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის განმსაზღვრელი შეხვედრების ნაწილის გაუქმებას გეგმავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ცენტრალური ბანკი გადაწყვეტილებას უფრო იშვიათად მიიღებს.
უორშის განცხადებით, 2027 წლის შემოდგომიდან ბანკი 8 ყოველწლიური შეხვედრიდან ერთს ეკონომიკის ფართო საკითხების განხილვას დაუთმობს. ხოლო 2028 წლისთვის მსგავსი ფორმატის შეხვედრების რაოდენობა ორამდე გაიზრდება, ანუ 2028 წლიდან FED-ის კომიტეტი რეფინანსირების განაკვეთს მხოლოდ 6-ჯერ გადახედავს, ნაცვლად ამჟამინდელი რვისა.
უორშის ეს განცხადება ფედერალური რეზერვის პოლიტიკურ კალენდარში სერიოზულ ცვლილებას წარმოადგენს, რადგან ღია ბაზრის კომიტეტი 1981 წლიდან მოყოლებული, წელიწადში 8 შეხვედრას უწყვეტად მართავს, შესაბამისად, უორშს საკმაოდ დიდი ტრადიციის მქონე მეთოდის შეცვლა სურს.
კევინ უორშის არგუმენტით, შეხვედრებს შორის გაზრდილი ინტერვალი კომიტეტს ეკონომიკის შესახებ მეტი მონაცემის შეგროვების საშუალებას მისცემს, რაც გრძელვადიანად უფრო სწორი გადაწყვეტილებების მიღებას შეუწყობს ხელს.
BM.GE
წყარო: bm.ge