მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბირჟაზე ოქროს ფასი ისევ ეცემა - რა არის მიზეზი?
ბირჟაზე ოქროს ფასი ისევ ეცემა - რა არის მიზეზი?

ბირჟაზე ოქროს ფასი ისევ ეცემა - რა არის მიზეზი?

BM.GE29 აპრილი, 2026, 16:52|bm.ge

ძვირფასი მეტალების ბირჟაზე დაღმასვლის ტენდენცია ისევ გრძელდება - ერთ კვირაში ოქროს ფასი 4%-ით დაეცა და დღეს 4,567 დოლარი შეადგინა, რაც ერთთვიანი მინიმუმია. რაც შეეხება ვერცხლს, ის თითქმის 7%-ით არის გაუფასურებული და უნციაზე 72 დოლარად ივაჭრება.

ბაზარზე პესიმისტური განწყობა მას შემდეგ გაძლიერდა, რაც თეთრმა სახლმა ირანის შეთავაზება უარყო, რის გამოც ჰორმუზის სრუტე კვლავ ჩაკეტილი რჩება. აღნიშნულმა ფაქტორმა ნავთობის ფასების ზრდა და ინფლაციის გარშემო შიშები გამძაფრება გამოიწვია. ვითარებას კიდევ უფრო ამძაფრებს არაბთა გაერთიანებული საამიროების გადაწყვეტილება OPEC-ის დატოვების შესახებ, რაც ნავთობის მიწოდების კუთხით დამატებით გაურკვევლობას ქმნის.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ენერგორესურსების მაღალი ფასი ინფლაციურ ზეწოლას ზრდის, რაც FED-ის და ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთების მაღალ ნიშნულზე შენარჩუნების ალბათობას აძლიერებს.

მიუხედავად იმისა, რომ ოქრო ტრადიციულად ინფლაციისგან დამცავ აქტივად მიიჩნევა, მაღალი განაკვეთები მის მიმზიდველობას ამცირებს, რადგან ამ დროს ინვესტორები უპირატესობას სხვა შემოსავლიან აქტივებს ანიჭებენ.

ცნობისთვის, FED-ის გარდა, მიმდინარე კვირაში მონეტარული პოლიტიკის შესახებ გადაწყვეტილებებს ევროპის, ინგლისისა და კანადის ცენტრალური ბანკებიც გამოაქვეყნებენ. აღნიშნული გადაწყვეტილებები გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე დამატებით გავლენას იქონიებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE