მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბიუჯეტის სასარგებლოდ ₾292 მლნ დაიზოგა - რა შედეგები აქვს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს?
ბიუჯეტის სასარგებლოდ ₾292 მლნ დაიზოგა - რა შედეგები აქვს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს?

ბიუჯეტის სასარგებლოდ ₾292 მლნ დაიზოგა - რა შედეგები აქვს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს?

BM.GE2 ივნისი, 2026, 15:21|bm.ge

2025 წელს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტმა განიხილა 114,860,551 ლარის ღირებულების სახელმწიფო პროგრამები და შესყიდვები, საიდანაც სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაიზოგა 67,413,621 ლარი. ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულებაზე მოხსენებაშია აღნიშნული.

ანგარიშის თანახმად, რომელიც 2025 წლის ივნისიდან 2026 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, მათ შორის, მთავრობის ეფექტიანობისა და ბაზრის კვლევის დეპარტამენტების საქმიანობის შედეგად, ბიუჯეტის სასარგებლოდ, საერთო ჯამში დაიზოგა – 291,567,771 ლარი.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომლის ფუნქციაა გადაწყვეტილებების შესრულების მონიტორინგი და სახელმწიფო უწყებების საქმიანობის შეფასება, 2025 წლის ივნისში შეიქმნა. დეპარტამენტი ახორციელებს სახელმწიფო უწყებების პროექტების, პროგრამების, სახელმწიფო შესყიდვებისა და მთავრობის დავალებების შესრულების მონიტორინგს.

ამასთან, შეიქმნა ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდული – MRS, რომელიც სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების წინა მოსამზადებელ ეტაპზე ყველა დაინტერესებულ პირს აძლევს თანაბარ შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღოს ბაზრის კვლევაში და წარადგინოს თავისი შეთავაზება.

ანგარიშში წერია, რომ 2026 წლის პირველი იანვრიდან დეპარტამენტის საქმიანობიდან მიღებულმა პირდაპირმა ეკონომიამ შეადგინა 67,000,000 ლარი. მონიტორინგის შედეგად კორექტირებული ტენდერებიდან კი – 34,000,0000 ლარი, რაც ჯამურად შეადგენს 101,000,000 ლარს.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშით პარლამენტში 23 ივნისის სასესიო კვირაში წარდგება. ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 163 სტატია.

  • მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობსიმედი
  • ეს თავდაუზოგავი დიპლომატიური მუშაობის შედეგი და არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებაა - ლევან მაჭავარიანი ნაურუს რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებაზერუსთავი 2
  • ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსფორმულა
  • ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსტვ პირველი
მთავრობის →შედეგები →

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE