მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბიზნესის მხარდაჭერის 5 ახალი მექანიზმი, რომელიც "ეკონომიკის განვითარების კორპორაციის" პროგრამებს დაემატება
ბიზნესის მხარდაჭერის 5 ახალი მექანიზმი, რომელიც "ეკონომიკის განვითარების კორპორაციის" პროგრამებს დაემატება

ბიზნესის მხარდაჭერის 5 ახალი მექანიზმი, რომელიც "ეკონომიკის განვითარების კორპორაციის" პროგრამებს დაემატება

BM.GE9 სექტემბერი, 2026, 14:25|bm.ge

"საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია" სსიპ "აწარმოე საქართველოს" პროგრამების განხორციელებას გააგრძელებს და ასევე, დაემატება ბიზნესის მხარდაჭერის ახალი მექანიზმები.

ამის შესახებ BMG-ის განუცხადეს "საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციაში", რომელიც "აწარმოე საქართველოს" სამართალმემკვიდრეა.

100%-ით ეკონომიკის სამინისტროს მფლობელობაში არსებულ უწყებაში, რომელსაც ირაკლი გაბრიაძე ხელმძღვანელობს, ირწმუნებიან, რომ "აწარმოე სააგენტოს" ბაზაზე შექმნილ კორპორაციაში კერძო სექტორის მხარდამჭერი არსებული და ახალი სახელმწიფო ინსტრუმენტების კონსოლიდაცია მოხდება.

"საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია" უწყვეტად გააგრძელებს შემდეგი ძირითადიპროგრამების განხორციელებას: ბიზნესუნივერსალი, საკრედიტო-საგარანტიო სქემა, მიკრო მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამა, კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა, საკონსულტაციო ცენტრების საქმიანობა, იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერა და ექსპორტის სტიმულირების ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამა.

ამასთან, კორპორაციას დაემატება ბიზნესის მხარდაჭერის ახალი მექანიზმები სხვადასხვა მიმართულებით: სინდიცირებული და კონვერტირებადი სესხების მექანიზმი, ფაქტორინგის პლატფორმა, საინვესტიციო ფონდების მხარდაჭერა, პირდაპირი წილობრივი მონაწილეობა, ექსპორტის მხარდაჭერა", - ნათქვამია წერილობით პასუხში.

რაც შეეხება კორპორაციის დაფინანსების წყაროებს, BMG-ისთვის გამოგზავნილ წერილობით განმარტებაში ნათქვამია, რომ ეს იქნება კორპორაციის აქციონერ(ებ)ის შენატანები კორპორაციის კაპიტალში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს მთავრობის დადგენილებებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამებისთვის გამოყოფილი ასიგნებები/სახსრები, წილობრივი მონაწილეობისგან, ფასიანი ქაღალდების განკარგვისგან და სხვა საინვესტიციო/კომერციული საქმიანობისგან მიღებული შემოსავალი. ასევე, მოიაზრებენ საერთაშორისო და ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტებიდან და სხვა სუბიექტებისგან მიღებულ სესხებ/გრანტებს, დონორი ორგანიზაციებიდან მიღებული სახსრებს და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ სხვა სახსრებს.

ცნობისთვის: "აწარმოე საქართველოს" სამართალმემკვიდრე "საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის" 100%-ს ეკონომიკის სამინისტრო ფლობს. 2026 წლის ბიუჯეტის თანახმად, მეწარმეობის განვითარებისთვის 232,7 მილიონი ლარია განსზაღვრული.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რომელი ქვეყნები ლიდერობენ დიზელის წარმოებაში? - TOP 10

რომელი ქვეყნები ლიდერობენ დიზელის წარმოებაში? - TOP 10

BM.GE

საფრანგეთში არეულობის გამო სადაზღვევო კომპანიები €1.2 მილიარდამდე ზარალს ელიან

საფრანგეთში არეულობის გამო სადაზღვევო კომპანიები €1.2 მილიარდამდე ზარალს ელიან

BM.GE

ელექტროსისტემამ ქვესადგურების განახლებისთვის ₾31.6 მილიონის ტრანსფორმატორების ტენდერი გამოაცხადა

ელექტროსისტემამ ქვესადგურების განახლებისთვის ₾31.6 მილიონის ტრანსფორმატორების ტენდერი გამოაცხადა

BM.GE

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

BM.GE