მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბიზნესისთვის გარემოსდაცვითი სანქციები მკაცრდება - განმეორებით დარღვევაზე ჯარიმა 30 000 ლარი იქნება
ბიზნესისთვის გარემოსდაცვითი სანქციები მკაცრდება - განმეორებით დარღვევაზე ჯარიმა 30 000 ლარი იქნება

ბიზნესისთვის გარემოსდაცვითი სანქციები მკაცრდება - განმეორებით დარღვევაზე ჯარიმა 30 000 ლარი იქნება

BM.GE20 მაისი, 2026, 20:59|bm.ge

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე საქმიანობის განხორციელებისთვის ბიზნესზე დაწესებული ჯარიმა 30 000 ლარამდე იზრდება, განმეორებითი დარღვევისთვის კი სანქცია 50 000 ლარი იქნება. შესაბამისი ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში პარლამენტში ინიციირებული საკანონმდებლო პაკეტით შედის.

კანონპროექტის მიხედვით, გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე განხორციელებისთვის არსებული 7 000-10 000-ლარიანი სანქცია 25 000-30 000 ლარამდე იზრდება.

ამავე ოდენობის ჯარიმა დაწესდება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული ექსპლუატაციის პირობების თვითნებურად შეცვლისთვისაც. დარღვევის განმეორების შემთხვევაში კი ბიზნესს 50 000-ლარიანი სანქცია დაეკისრება.

საკანონმდებლო ცვლილებები ამკაცრებს სანქციებს სკრინინგის პროცედურების დარღვევის შემთხვევაშიც. კერძოდ, შესაბამისი გადაწყვეტილების გარეშე საქმიანობის განმეორებით განხორციელებისთვის 20 000-ლარიანი ფიქსირებული ჯარიმა წესდება.

პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, მოქმედი სანქციები ხშირ შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფს სამართალდარღვევების პრევენციას და ვერ ახდენს სათანადო შემაკავებელ ეფექტს, რის გამოც ჯარიმების გაზრდა აუცილებელი გახდა.

ცვლილებები შეეხება იმ სუბიექტებსაც, რომლებიც ვალდებულნი არიან გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების გეგმა-გრაფიკის შესრულების შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებისთვის მიმართონ. ვალდებულების პირველად დარღვევაზე გაფრთხილება გაიცემა, განმეორების შემთხვევაში კი სანქცია 5 000 ლარი იქნება.

საკანონმდებლო პაკეტში შედის ცვლილებები აკვაკულტურის მიმართულებითაც. კერძოდ, აკვაკულტურისა და ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის მფლობელებისთვის წლიური ანგარიშის წარუდგენლობის შემთხვევაში 500-ლარიანი ჯარიმა წესდება.

ამასთან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ტერმინი „გარეული ცხოველი“ ჩანაცვლდება ფორმულირებით - „ცხოველთა სამყაროს ობიექტი“.

ცვლილებების თანახმად, გარემოსდაცვითი დარღვევების ნაწილზე საქმის განხილვისა და სანქციის დაკისრების ვადა სამართალდარღვევის გამოვლენიდან 6 თვემდე განისაზღვრება. ასევე, რიგი გარემოსდაცვითი საქმეები სასამართლოს განსჯადობიდან გადაინაცვლებს და გადაწყვეტილებას უშუალოდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ორგანო მიიღებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ლარი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 113 სტატია.

  • გამჭვირვალობა: "ლილო მოლის" მეწილეებმა "ქართულ ოცნებას" 3,5 მილიონი ლარი ჩაურიცხფორმულა
  • 10 ათასი ლარის მისაღებად სამინისტრო დევნილების მონიტორინგს იწყებსნეტგაზეთი
  • რა ეღირება ლარი ხვალტვ პირველი
  • რამდენი ლარი ეღირება 1 აშშ დოლარი და ევრო 13 ოქტომბერს - ეროვნული ვალუტის ახალი გაცვლითი კურსირუსთავი 2
ლარი →

მსგავსი სტატიები

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE