მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბიზნესმენი კახა გველესიანი გარდაიცვალა
ბიზნესმენი კახა გველესიანი გარდაიცვალა

ბიზნესმენი კახა გველესიანი გარდაიცვალა

BM.GE1 ივლისი, 2026, 15:36|bm.ge

66 წლის ასაკში ბიზნესმენი კახა გველესიანი გარდაიცვალა. ის 20 წელზე მეტია აქტიურად იყო ჩართული როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პროექტებში და ქვეყანაში საერთაშორისო ბრენდების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

კახა გველესიანი გახლდათ ისეთი უმსხვილესი სარეკონსტრუქციო და დეველოპერული პროექტების პარტნიორი და ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი, როგორებიცაა საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები: „თბილისი მარიოტი“, „ქორთიარდ მარიოტი“ და „მოქსი“ . მის სახელს უკავშირდება ასევე დედაქალაქისთვის ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტის რეაბილიტაცია და განვითარება, როგორიც მთაწმინდის ფუნიკულიორის კომპლექსია.

კახა გველესიანი 1960 წელს, თბილისში დაიბადა. 1984 წელს მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. სხვადასხვა პერიოდში მისი საქმიანობა ფინანსურ და ბიზნეს სექტორს უკავშირდებოდა. 1998-2003 წლებში ის გახლდათ საქართველოს ეროვნული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ხოლო წლების განმავლობაში, 2025 წლამდე, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მენეჯმენტსა და სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობდა.

ბიზნესსაქმიანობის მიღმა, კახა გველესიანი ფართოდ იყო ცნობილი, როგორც კულინარიისა და ღვინის ექსპერტი.

Bm.ge ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კახა გველესიანის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახსა და ახლობლებს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Visa მცირე ბიზნესისთვის სმარტფონების POS ტერმინალებად ქცევის ახალ ფუნქციებს ნერგავს

Visa მცირე ბიზნესისთვის სმარტფონების POS ტერმინალებად ქცევის ახალ ფუნქციებს ნერგავს

BM.GE

გიორგი ჩაკვეტაძე სერია A-ს კლუბ "უდინეზეში" ითამაშებს - The Watford

გიორგი ჩაკვეტაძე სერია A-ს კლუბ "უდინეზეში" ითამაშებს - The Watford

BM.GE

რა შემთხვევაში გააუარესებს/გააუმჯობესებს Moody's-ი საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს

რა შემთხვევაში გააუარესებს/გააუმჯობესებს Moody's-ი საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს

BM.GE

აზერბაიჯანმა 16 წლამდე მოზარდებისთვის სოციალურ ქსელებში რეგისტრაცია აკრძალა

აზერბაიჯანმა 16 წლამდე მოზარდებისთვის სოციალურ ქსელებში რეგისტრაცია აკრძალა

BM.GE