მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ბლექ სი პეტროლიუმი" ნედლი ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს
"ბლექ სი პეტროლიუმი" ნედლი ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს

"ბლექ სი პეტროლიუმი" ნედლი ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს

BM.GE1 აგვისტო, 2026, 03:50|bm.ge

"ბლექ სი პეტროლიუმი" ნედლი ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის მფლობელ კომპანიაში აქტიურად მიმდინარეობს დაგეგმილი ნედლი ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაცია.

კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული განცხადებიდან ირკვევა, რომ ყულევის ნავთობგადამმუშავებელმა საწარმომ ივლისის დასაწყისში დაიწყო ყაზახური წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავება. ასევე, აგვისტოში ქარხანა ლიბიური წარმოშობის ნედლი ნავთობის მიღებას დაიწყებს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ევროკომისიის მიერ დაწესებული ექვსთვიანი გარდამავალი პერიოდი სწორედ რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლებას ემსახურება და BSP-ის მიერ უკვე გადადგმული ნაბიჯები აღნიშნულ მიზანსა და ვადებს სრულად შეესაბამება.

BMG "ბლექ სი პეტროლიუმის" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"შპს „ბლექ სი პეტროლიუმი“ ადასტურებს, რომ აქტიურად მიმდინარეობს დაგეგმილი ნედლი ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაცია.

2026 წლის 1 ივლისს, “ ბლექ სი პეტროლიუმმა” განაცხადა, რომ 2026 წლის აგვისტო-სექტემბრიდან, კომპანია დაიწყებდა სრულად არარუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებას. ყულევის ნავთობგადამმუშავებელმა საწარმომ ივლისის დასაწყისში დაიწყო ყაზახური წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავება, რასაც აგვისტოს თვეშიც გააგრძელებს.2026 წლის 3 ივლისს, “ ბლექს სი პეტროლიუმსა” და საერთაშორისო სავაჭრო კომპანიას შორის გაფორმებული ნედლი ნავთობის მიწოდების ხელშეკრულების ფარგლებში, 20-დან 30 აგვისტომდე პერიოდში, ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა ლიბიური წარმოშობის ნედლ ნავთობს მიიღებს. აღნიშნული ხელშეკრულება ძალაშია 2027 წლის ბოლომდე და ითვალისწინებს ვადის გახანგრძლივების შესაძლებლობას.2026 წლის 24 ივლისს გამართულ პრეს-ბრიფინგზე, ევროკომისიამ განაცხადა, რომ “ბლექ სი პეტროლიუმი” აქტიურ კომუნიკაციაშია ევროკომისიასთან და განმარტა, რომ ექვსთვიანი გარდამავალი პერიოდი განკუთვნილია სწორედ იმისათვის, რომ კომპანიას რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლების შესაძლებლობა ჰქონდეს. “ბსპ-ს” მიერ უკვე გადადგმული ნაბიჯები სრულ თანხვედრაშია აღნიშნულ მიზანსა და ვადებთან.“ბლექ სი პეტროლიუმი” კვლავაც გააგრძელებს ნედლეულის დივერსიფიკაციის გეგმის განხორციელებას, კონსტრუქციულად ითანამშრომლებს ევროკომისიასთან და სხვა შესაბამის უწყებებთან, წარმოადგენს პროგრესის დამადასტურებელ ცხად და გადამოწმებად მტკიცებულებებს.

კომპანია ერთგული რჩება საკუთარი პრინციპებისადმი - მოქმედებს ყველა მოქმედი კანონისა და მარეგულირებელი მოთხოვნების შესაბამისად, აძლიერებს შიდა მმართველობასა და კონტროლს და თავისი წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებასა და ენერგოუსაფრთხოებაში.

ერთობლივად, აღნიშნული ზომები გამიზნულია სრულად არარუსულ ნედლეულზე შეუფერხებელი გადასვლისა და ქარხნის ოპერირების უწყვეტობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად", - ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ავრცელებს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 40 სტატია.

  • შპს „თბილისი მოლი“ „დეზერტირების ბაზრობის“ ტერიტორიაზე არსებულ სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებსიმედი
  • კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალში ქვათაცვენის შესახებ ინფორმაციას ავრცელებსტვ პირველი
  • კესო დეკანოსიძის გარდაცვალების ფაქტზე შსს განცხადებას ავრცელებსფორმულა
  • GWP წყალმომარაგების შეწყვეტის შესახებ განცხადებას ავრცელებსრუსთავი 2
ავრცელებს →

მსგავსი სტატიები

ვიღაცას რომ ფულის მოპარვა ნდომებოდა, 3 მილიონსაც კარგად აითვისებდა|კობახიძე კულტურის სამინისტროში შესაძლო კორუფციაზე

ვიღაცას რომ ფულის მოპარვა ნდომებოდა, 3 მილიონსაც კარგად აითვისებდა|კობახიძე კულტურის სამინისტროში შესაძლო კორუფციაზე

BM.GE

SpaceX-ი ორბიტაზე Nvidia-ს სუპერკომპიუტერებს 2027 წელს გაუშვებს

SpaceX-ი ორბიტაზე Nvidia-ს სუპერკომპიუტერებს 2027 წელს გაუშვებს

BM.GE

ქართველი მოგზაურები პოპულარულ ქალაქებს აღარ სჯერდებიან - Travelopedia მოთხოვნაზე

ქართველი მოგზაურები პოპულარულ ქალაქებს აღარ სჯერდებიან - Travelopedia მოთხოვნაზე

BM.GE

ტომ ჰოლანდი 30 წლის ასაკში კინოგაქირავების ყველაზე მაღალშემოსავლიანი მსახიობი გახდა

ტომ ჰოლანდი 30 წლის ასაკში კინოგაქირავების ყველაზე მაღალშემოსავლიანი მსახიობი გახდა

BM.GE