მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი 555648484 წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი 555648484 წარადგინა

BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი 555648484 წარადგინა

BM.GE6 ივლისი, 2026, 12:53|bm.ge

აშშ-ში, „Home of X“-ის მედია ღონისძიებაზე BMW-ს საკულტო მოდელის, X5-ის მეხუთე თაობის მსოფლიო პრემიერა შედგა. ეს ავტომობილი მომხმარებელს ძრავების ყველაზე ფართო არჩევანს სთავაზობს, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა BMW ჯგუფის წარმოების ისტორიაში. მოდელის წარმოება სპარტანბურგის ქარხანაში ხდება, რომელიც გლობალურ ქსელში პირველია, სადაც ერთ საწარმოო ხაზზე ხუთი სხვადასხვა ტექნოლოგიის ძრავის მქონე ავტომობილის აწყობაა შესაძლებელი.

დიზელის ძრავი და შიდა წვის ტრადიცია

ავტოინდუსტრიაში ელექტროფიკაციის ტენდენციის მიუხედავად, BMW-მ ახალ X5-ში მისი მომხმარებლისთვის ტრადიციულად ყველაზე პრაქტიკული და აქტუალური ძრავები შეინარჩუნა, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია დიზელის ვერსია. მოდელი BMW X5 40d xDrive აღჭურვილია 3.0 ლიტრი მოცულობის 6-ცილინდრიანი დიზელის ძრავითა და 48-ვოლტიანი (48V) რბილი ჰიბრიდული ტექნოლოგიით. სისტემაში ინტეგრირებული 13-კილოვატიანი (18 ცხ.ძ.) ელექტროძრავა ავტომობილს ბევრად უფრო დინამიკურს ხდის.

გარდა დიზელისა, ტრადიციული შიდა წვის ძრავების მოყვარულთათვის ხელმისაწვდომია ბენზინის მძლავრი ვერსიაც - BMW X5 40 xDrive, რომელიც 400 ცხენის ძალას ავითარებს. მათთვის კი, ვინც უპირატესობას ალტერნატიულ ენერგიებს ანიჭებს, მოდელების ხაზში რჩება როგორც დატენვადი ჰიბრიდები, ისე სრულად ელექტრო მოდელი BMW iX5, რომლებსაც მოგვიანებით წყალბადზე მომუშავე ვერსიაც დაემატება.

ნულოვანი ემისიები და ინოვაციური ელექტროტექნოლოგია

ნულოვან ემისიებთან დაკავშირებით BMW ჯგუფის გეგმებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვან ყურადღებას იმსახურებს სრულად ელექტრო მოდელი BMW iX5 60 xDrive-ც. მასში BMW-ს უახლესი ელექტრო ტექნოლოგიაა გამოყენებული, რაც ავტომობილს ძალიან მძლავრს ხდის (578 ცხ. ძ.) და რაც ყველაზე მთავარია, ერთი სრული დამუხტვით მას 845 კილომეტრამდე მანძილის გავლა შეუძლია.

BMW ჯგუფის ოფიციალური დილერის, „ჯი-თი მოტორსის“ დახმარებით საქართველოს ბაზარზე X5-ის მეხუთე თაობის მოდელები 2026 წლის ბოლოდან იქნება ხელმისაწვდომი.

დიზაინი

ახალი X5-ის ვიზუალი „Neue Klasse“-ს დიზაინის ახალ კონცეფციას ასახავს, რაც მის მკაფიო და მონოლითურ ფორმებში გამოიხატება. მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ძარის შეღებვის 11 სხვადასხვა ფერი და პირველად ამ მოდელის ისტორიაში - 23-ინჩიანი დისკებიც. აღსანიშნავია, რომ სპორტული ფლაგმანი M60e xDrive დამატებით გამოირჩევა ყვითელი ნათების მქონე ფარებით (M Yellow Lights), სპეციფიკური აეროდინამიკური დეტალებითა და სტანდარტული 22-ინჩიანი დისკებით.

მინიმალისტურია ინტერიერის დიზაინი, სადაც ექსკლუზიურობის ხაზგასასმელად პირველად არის გამოყენებული ბუნებრივი

ქვა და ნატურალური ნედლეულისგან დამზადებული მინა. თუმცა, მთავარი ყურადღება მაინც ციფრულ ინოვაციებზეა გამახვილებული: მანქანა აღჭურვილია უახლესი ოპერაციული სისტემით (BMW Panoramic iDrive) და საქარე მინაზე პროექციის ფუნქციით, რომელიც ინფორმაციას მინის მთელ სიგანეზე ასახავს. კიდევ ერთი გამორჩეული დეტალი წინა მგზავრისთვის განკუთვნილი დამატებითი ეკრანია (BMW Passenger Screen). მისი დახმარებით, მგზავრს შეუძლია ფილმებს უყუროს ან ვიდეოთამაშებით გაერთოს ისე, რომ მძღოლის ყურადღება არ გაფანტოს.

აღსანიშნავია, რომ კომპანია „ჯი-თი მოტორსი“ საქართველოს ბაზარზე BMW ჯგუფის ბრენდების (BMW, MINI, BMW Motorrad) ოფიციალური იმპორტიორია. კომპანია ადგილობრივი ბაზრის მომხმარებლისთვის უზრუნველყოფს არა მხოლოდ უახლესი მოდელების დროულ მიწოდებას, არამედ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის საგარანტიო პირობებსა და უმაღლესი ხარისხის, სრულ ავტორიზებულ ტექნიკურ სერვისს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სამჯერ შეცვლილი მოდელი - ანაკლიის პორტის განხორციელების გეგმის ქრონოლოგია

სამჯერ შეცვლილი მოდელი - ანაკლიის პორტის განხორციელების გეგმის ქრონოლოგია

BM.GE

ტრამპის კრიპტოს ინვესტორებმა $3.8 მილიარდი დაკარგეს

ტრამპის კრიპტოს ინვესტორებმა $3.8 მილიარდი დაკარგეს

BM.GE

დღეიდან 9 ივლისამდე აღმოსავლეთ საქართველოში ამინდი გაუარესდება - გაფრთხილება

დღეიდან 9 ივლისამდე აღმოსავლეთ საქართველოში ამინდი გაუარესდება - გაფრთხილება

BM.GE

ერთჯერადი პლასტმასის ჭურჭლის აკრძალვის გადავადება სწორია, ეს პროცესი ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მოხდეს - შოთა ბურჯანაძე

ერთჯერადი პლასტმასის ჭურჭლის აკრძალვის გადავადება სწორია, ეს პროცესი ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მოხდეს - შოთა ბურჯანაძე

BM.GE