მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Boeing-მა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების $20-მილიარდიანი კონტრაქტი მოიპოვა
Boeing-მა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების $20-მილიარდიანი კონტრაქტი მოიპოვა

Boeing-მა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების $20-მილიარდიანი კონტრაქტი მოიპოვა

BM.GE1 ოქტომბერი, 2026, 04:43|bm.ge

ამერიკულმა კორპორაცია Boeing-მა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებისთვის ახალი თაობის სტელსის ტიპის გამანადგურებლების შექმნის კონტრაქტი მოიპოვა.

არსებული ინფორმაციით, სატესტო თვითმფრინავების წარმოების საწყის ეტაპზე პენტაგონმა არჩევანი სწორედ ამ კომპანიაზე შეაჩერა. აღსანიშნავია, რომ Boeing-ის მთავარი მეტოქე Northrop Grumman-ი იყო, რომელიც $20-მილიარდიანი კონტრაქტის გაფორმებისთვის თავადაც იბრძოდა.

როგორც მედია წერს, ვაშინგტონის მიერ გამოცხადებული ახალი ტენდერი წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთის შეკავებასა და ამერიკის სამხედრო სტრატეგიის გაძლიერებაზეა გათვლილი. სამხედრო ექსპერტების შეფასებით, სერიული წარმოების დაწყებისა და საერთაშორისო შეკვეთების გათვალისწინებით, პროგრამის ჯამური ღირებულება მომავალში ასობით მილიარდს გადააჭარბებს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ამ გამარჯვებით Boeing-მა ზედიზედ ორ წელიწადში ორი უმსხვილესი კონტრაქტი გაიფორმა. როგორც ცნობილია, აშშ-ის თავდაცვის უწყებამ გასული წლის მარტში კომპანია სამხედრო-საჰაერო ძალების F-47 გამანადგურებლის შემქმნელადაც შეარჩია.

პენტაგონის შეიარაღების შესყიდვების ხელმძღვანელის, მაიკლ დაფის შეფასებით, ეს პროექტი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისა და ქვეყნის გრძელვადიანი საჰაერო შესაძლებლობებისთვის უმნიშვნელოვანესი ინვესტიცია იქნება.

აღსანიშნავია, რომ პენტაგონის გადაწყვეტილებას საფონდო ბირჟაზე მყისიერი გამოხმაურება მოჰყვა. Boeing-ის აქციების ფასი 2.25%-ით გაიზარდა, ხოლო Northrop Grumman-ის აქციების ფასმა 3.5%-ით დაიკლო.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი ამჯერადაც არ გაიყიდა - აუქციონები არ შედგა

წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი ამჯერადაც არ გაიყიდა - აუქციონები არ შედგა

BM.GE

ელექტრომობილი საჭისა და პედლების გარეშე - რა ეღირება Tesla-ს Cybercab?

ელექტრომობილი საჭისა და პედლების გარეშე - რა ეღირება Tesla-ს Cybercab?

BM.GE

შუა დერეფანი, შავი ზღვის კაბელი და მონაცემთა ინფრასტრუქტურა - ბრიტანეთის ელჩის ხედვა

შუა დერეფანი, შავი ზღვის კაბელი და მონაცემთა ინფრასტრუქტურა - ბრიტანეთის ელჩის ხედვა

BM.GE

ვაჭრობამ $2.5 მილიარდს გადააჭარბა | როგორია საქართველო-თურქეთის ეკონომიკური კავშირები?

ვაჭრობამ $2.5 მილიარდს გადააჭარბა | როგორია საქართველო-თურქეთის ეკონომიკური კავშირები?

BM.GE