მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „ბოლო 10 წელიწადში ფასები გაორმაგდა“ - რა ღირს ბინები ზუგდიდში?
„ბოლო 10 წელიწადში ფასები გაორმაგდა“ - რა ღირს ბინები ზუგდიდში?

„ბოლო 10 წელიწადში ფასები გაორმაგდა“ - რა ღირს ბინები ზუგდიდში?

BM.GE29 აპრილი, 2026, 22:31|bm.ge

ზუგდიდის უძრავი ქონების ბაზრისადმი ინტერესი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტთან“ საუბრისას, ადგილობრივი დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, ადგილობრივი მოსახლეობასთან ერთად რომ მოთხოვნას ემიგრანტები ქმნიან. მიზნობრიობა კი საცხოვრებელთან ერთად, საინვესტიციოა.

GGPOINT დამფუძნებელი გიორგი ჯღარკავა მათ პროექტებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ გაყიდვების მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით 60%-იან ზრდას აჩვენებს. რაც შეეხება ფასებს, ღირებულება ამ ბოლო 10 წელში გაორმაგდა. ამ ეტაპზე ახალ პროექტებში ფასები 850-დან 950 დოლარამდე მერყეობს.

საცხოვრებელ სახლებთან ერთად გაზრდილია ინტერესი კომერციულ ფართებთან მიმართებითაც.

„კომპანია GG Point-ი ზუგდიდის ბაზარზე დაახლოებით რვა წელია ოპერირებს. ამ პერიოდში უკვე ერთი მასშტაბური პროექტი დავასრულეთ და ამჟამად ვახორციელებთ მეორე პროექტს, რომელიც ბოლო ათწლეულის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საცხოვრებელი კომპლექსია ქალაქში.

ჩვენი ძირითადი მომხმარებლები არიან ემიგრანტები და ადგილობრივი მოსახლეობა. ბინებს ყიდულობენ როგორც საცხოვრებლად, ისე საინვესტიციო მიზნით, განსაკუთრებით მცირე ზომის ბინებს, რომლებიც ხშირად გასაქირავებლად გამოიყენება. ქირის ბაზარზე მოთხოვნას ძირითადად ქმნიან უცხოური ორგანიზაციები და მივლინებით ჩამოსული სპეციალისტები.

გაყიდვები წინა წლებთან შედარებით დაახლოებით 50-60%-ით გვაქვს გაზრდილი. ამ ეტაპზე ბინების ფასი 850-დან 950 დოლარამდე მერყეობს, მაშინ როცა დაახლოებით 10 წლის წინ 550-650 დოლარის ფარგლებში იყო.“ - განაცხადა ჯღარკავამ.ბიზნესის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ რეგიონის ფუნქციის ზრდისთვის ანაკლიის პორტის პროექტს უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება.

„ზუგდიდში დეველოპერული ბაზარი ვითარდება და კონკურენციაც არსებობს. ამ მხრივ ვფიქრობ, ანაკლიის პროექტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ის დადებით გავლენას იქონიებს არა მხოლოდ ზუგდიდზე, არამედ მთლიანად რეგიონსა და ქვეყნის ეკონომიკაზე.“ - აღნიშნა გიორგი ჯღარკავამ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE