მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბოლო 3 თვეში ₾388 000-ის ღირებულების უაქციზო სიგარეტის შენახვა-რეალიზაციის 61 ფაქტი გამოვლინდა - საგამოძიებო სამსახური
ბოლო 3 თვეში ₾388 000-ის ღირებულების უაქციზო სიგარეტის შენახვა-რეალიზაციის 61 ფაქტი გამოვლინდა - საგამოძიებო სამსახური

ბოლო 3 თვეში ₾388 000-ის ღირებულების უაქციზო სიგარეტის შენახვა-რეალიზაციის 61 ფაქტი გამოვლინდა - საგამოძიებო სამსახური

BM.GE31 ივლისი, 2026, 14:45|bm.ge

საგამოძიებო სამსახურმა 1 მაისიდან დღემდე დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 61 ფაქტი გამოავლინა.

უწყების ინფორმაციით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებულ პირთაგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების 63 852 კოლოფი უაქციზო სიგარეტი და ელექტროსიგარეტი, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება 387 864 ლარს შეადგენს.

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 მაისიდან დღემდე, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 61 ფაქტი გამოავლინეს.

ამავე პერიოდში სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა 83 პირი, მათგან 38 დაკავებულია", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით შეუჩერებს

რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით შეუჩერებს

BM.GE

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

BM.GE

ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო გაუფორმდა - ის საპატიმროს 2 წელში დატოვებს და ₾2 მილიონს გადაიხდის

ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო გაუფორმდა - ის საპატიმროს 2 წელში დატოვებს და ₾2 მილიონს გადაიხდის

BM.GE

10 წელში 5 ხელმძღვანელი - როგორ იცვლებოდნენ სუსის უფროსები „ოცნების“ მმართველობისას

10 წელში 5 ხელმძღვანელი - როგორ იცვლებოდნენ სუსის უფროსები „ოცნების“ მმართველობისას

BM.GE