მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბოლო 6 წელში ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში საშუალო წლიური ზრდა 16%-მდე გაიზარდა - გენადი არველაძე
ბოლო 6 წელში ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში საშუალო წლიური ზრდა 16%-მდე გაიზარდა - გენადი არველაძე

ბოლო 6 წელში ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში საშუალო წლიური ზრდა 16%-მდე გაიზარდა - გენადი არველაძე

BM.GE1 ოქტომბერი, 2026, 01:28|bm.ge

2019-დან 2025 წლამდე პერიოდში ტრანსპორტსა და დასაწყობებაზე მშპ-ის 6%-ზე მეტი მოდიოდა, ხოლო საშუალო წლიური ზრდა 15,9%-ს შეადგენდა, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ CAREC-ის (ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამა) მინისტრთა 25-ე კონფერენციასა და ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატარში მიმდინარეობს.

სამინისტროს ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლისას მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო თავისი სტრატეგიული მდებარეობითა და მულტიმოდალური სატრანსპორტო ქსელით, აქტიურად ავითარებს სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურას და განამტკიცებს ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი ხიდის როლს.

"შუა დერეფანი მისი მზარდი სატვირთო ნაკადებით, შესაძლებლობას იძლევა, რათა საქართველომ განავითაროს უფრო ფართო რეგიონული ლოგისტიკური და ეკონომიკური ეკოსისტემა - ეს მოიცავს სარკინიგზო, საპორტო და საგზაო კავშირების გაძლიერებას, სასაზღვრო პროცედურების გაუმჯობესებასა და დერეფნის გასწვრივ ლოგისტიკური, სავაჭრო და საინვესტიციო საქმიანობის განვითარებისთვის პირობების შექმნას,“ - განაცხადა არველაძემ.

არსებულ მზარდ დინამიკაზე დაყრდნობით, 2032 წლისთვის საქართველოს მთავრობა გეგმავს 7 მლრდ დოლარის მობილიზებას მსხვილი სატრანსპორტო პროექტებისთვის. მათ შორის დასახელდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის განახლება, საგზაო ქსელის მოდერნიზაცია და თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის განვითარება. აღნიშნული ინვესტიციები გაზრდის შუა დერეფნის საერთო გამტარუნარიანობასა და შესაძლებლობებს.

არველაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა CAREC-ის ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობის (CARTIF) შეთანხმების შესახებ მოლაპარაკების წარმატებით დასრულებასა და ეფექტიანი განხორციელების მნიშვნელობაზე. მინისტრის მოადგილის თქმით, მოლაპარაკებების წარმატებით და მოკლე ვადებში დასრულება საშუალებას მისცემს CARTIF-ის შეთანხმებას, მოიტანოს მნიშვნელოვანი სარგებელი რეგიონული ვაჭრობის, ინვესტიციების, დაკავშირებადობისა და ეკონომიკური თანამშრომლობისთვის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი ამჯერადაც არ გაიყიდა - აუქციონები არ შედგა

წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი ამჯერადაც არ გაიყიდა - აუქციონები არ შედგა

BM.GE

ელექტრომობილი საჭისა და პედლების გარეშე - რა ეღირება Tesla-ს Cybercab?

ელექტრომობილი საჭისა და პედლების გარეშე - რა ეღირება Tesla-ს Cybercab?

BM.GE

შუა დერეფანი, შავი ზღვის კაბელი და მონაცემთა ინფრასტრუქტურა - ბრიტანეთის ელჩის ხედვა

შუა დერეფანი, შავი ზღვის კაბელი და მონაცემთა ინფრასტრუქტურა - ბრიტანეთის ელჩის ხედვა

BM.GE

ვაჭრობამ $2.5 მილიარდს გადააჭარბა | როგორია საქართველო-თურქეთის ეკონომიკური კავშირები?

ვაჭრობამ $2.5 მილიარდს გადააჭარბა | როგორია საქართველო-თურქეთის ეკონომიკური კავშირები?

BM.GE