მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბოლო სამ დღეში მესტიის მუნიციპალიტეტში ამოღებულია 212 ე.წ. მაინერი - შსს
ბოლო სამ დღეში მესტიის მუნიციპალიტეტში ამოღებულია 212 ე.წ. მაინერი - შსს

ბოლო სამ დღეში მესტიის მუნიციპალიტეტში ამოღებულია 212 ე.წ. მაინერი - შსს

BM.GE6 ივნისი, 2026, 15:15|bm.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მესტიის მუნიციპალიტეტში კიდევ 17 მაინერი ამოიღეს. ბოლო სამ დღეში ჯამურად კი 212 ე.წ. მაინერია ამოღებული.

"სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მესტიის მუნიციპალიტეტში, ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, დამატებით 17 ე.წ. მაინერი ამოიღეს - ბოლო სამი დღის განმავლობაში, ჯამში ამოღებულია 212 ე.წ. მაინერი.

გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული მოწყობილობების საშუალებით, ადგილობრივები დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის უკანონო და მართლსაწინააღმდეგო მოხმარებით, სისტემატურად ახდენდნენ ციფრული ვალუტის გენერირებას და არალეგალური შემოსავლების მიღებას.

გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენისა და მათ მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარების მიზნით.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს",- აცხადებენ უწყებაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE