მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ბორანის" მომხმარებელთა 80% უცხოელია - რას სთავაზობს ტურისტული ობიექტი სტუმრებს?
"ბორანის" მომხმარებელთა 80% უცხოელია - რას სთავაზობს ტურისტული ობიექტი სტუმრებს?

"ბორანის" მომხმარებელთა 80% უცხოელია - რას სთავაზობს ტურისტული ობიექტი სტუმრებს?

BM.GE2 ივნისი, 2026, 12:43|bm.ge

მეტეხის ხიდთან, მტკვარზე მდებარე ტურისტული ობიექტის „ბორანის“ მომხმარებელთა დაახლოებით 80% უცხოელია. ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანიის თანადამფუძნებელმა კონსტანტინე ციტიაშვილმა ტურისტული ობიექტის დატვირთვაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ობიექტი ტურიზმზეა ორიენტირებული და სტუმრებს მტკვარზე სხვადასხვა ტიპის ტურებს სთავაზობს, როგორც მცირე კატამარანებით, ისე დიდი ზომის ბორნით, რომელიც ძველი ხის ტივის რეპლიკას წარმოადგენს და ტურისტებისთვის ერთგვარ ატრაქციას ქმნის.

"ჩვენი ძირითადი საქმიანობის სფეროა ტურიზმი. ვემსახურებით ძირითადად ტურისტებს. გვაქვს ტურები მტკვარზე, როგორც მცირე ზომის კატამარანებით, ასევე დიდი ბორნით. "ბორანი" ძველი ხის ტივის რეპლიკაა - ვიზუალურად ძალიან ჰგავს, თუმცა ფუნქციურად უფრო ატრაქციაა ტურისტებისთვის“, - განაცხადა ციტიაშვილმა.

მისივე თქმით, ტურიზმის სეზონურობა მათ საქმიანობაზეც აისახება - ზამთარი შედარებით დაბალ სეზონად ითვლება, თუმცა გაზაფხულიდან ვიზიტორთა რაოდენობა ეტაპობრივად იზრდება.

"ზამთრის სეზონი, როგორც ტურიზმის სხვა სექტორებში, ჩვენთანაც დაბალ სეზონად ითვლება, თუმცა მუშაობა არ შეგვიჩერებია. გაზაფხულიდან - მარტიდან, აპრილიდან და მაისიდან, დატვირთვა ეტაპობრივად გაიზარდა. შემცირდა არაბული ქვეყნების ბაზარი, რაც რეგიონში არსებულმა კონფლიქტებმა გამოიწვია. შემცირება შეეხო ასევე ირანიდან და ისრაელიდან ტურისტების ნაკადს, რომლებიც ადრე საერთო ვიზიტორების დაახლოებით 30-40%-ს შეადგენდნენ“, - განაცხადა მან.

მისივე თქმით, შემცირებული ნაკადების სრულად ჩანაცვლება მოკლე პერიოდში ვერ მოხერხდა, თუმცა ვიზიტორთა სტრუქტურა უფრო მრავალფეროვანი გახდა და დღეს ძირითადად მეზობელი ქვეყნები და ევროპული ბაზრები ჭარბობენ.

„სრულფასოვანი ჩანაცვლება ვერ მოხერხდა, ტურიზმში ეს სწრაფად არ ხდება. უფრო მრავალფეროვანი გახდა შემადგენლობა, გვყავს თურქები, რუსები, სომხები, აზერბაიჯანელები, ასევე პოლონელები და სხვა აღმოსავლეთ ევროპელები... ესპანელებიც გვყავს“, - აღნიშნა ციტიაშვილმა.

რაც შეეხება ფასებს, კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ბილეთის ღირებულება საშუალოდ 30 ლარს შეადგენს და სეზონის განმავლობაში ცვლილება არ იგეგმება, მიუხედავად საწვავის გაძვირებისა.

„ვაპირებდით ფასების კორექტირებას, მაგრამ საწვავის გაძვირების გამო ვერ მოხერხდა. შევეცადეთ იგივე დონეზე დაგვეტოვებინა ფასები. ამ სეზონზე ცვლილებას აღარ ვგეგმავთ“, - აღნიშნა მან.

კომპანიის ინფორმაციით, ბორანზე უკვე განხორციელდა სრული რეკონსტრუქცია, რაც სივრცეს უფრო კომფორტულსა და ვიზუალურად მიმზიდველს ხდის :"ბორანს ჩავუტარეთ სრული რეკონსტრუქცია, გავხადეთ უფრო კომფორტული და ვიზუალურად მიმზიდველი", - ამბობს ციტიაშვილი.

როგორც ის განმარტავს, ივნისის შუა რიცხვებიდან კომპანია ბორანზე მცურავი რესტორნის ფორმატსაც აამუშავებს, სადაც სტუმრებს ქართული კერძებისა და ღვინის დაგემოვნება შეეძლებათ. დაახლოებით 50 სტუმრის მომსახურება იქნება შესაძლებელი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ობიექტებზე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 37 სტატია.

  • ირანული სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანის არმიამ ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის ობიექტებზე იერიში მიიტანარუსთავი 2
  • სადგურის მოედნის მიმდებარედ ერთ-ერთ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერეს - გაიგეთ მიზეზიტვ პირველი
  • სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დარღვევების გამო საზოგადოებრივი კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერაიმედი
  • თბილისში, მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპანეტგაზეთი
ობიექტებზე →

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE