მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. BP-ის ყოფილი თავმჯდომარე კომპანიიდან გათავისუფლებას ასაჩივრებს
BP-ის ყოფილი თავმჯდომარე კომპანიიდან გათავისუფლებას ასაჩივრებს

BP-ის ყოფილი თავმჯდომარე კომპანიიდან გათავისუფლებას ასაჩივრებს

BM.GE27 მაისი, 2026, 18:12|bm.ge

ნავთობის მწარმოებელი ბრიტანული გიგანტის, BP-ის დირექტორთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე ალბერტ მანიფოლდი აპროტესტებს კომპანიიდან გათავისუფლებას ყოველგვარი გაფრთხილებისა და განმარტების გარეშე და ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.

მანიფოლდი, რომელიც აღნიშნულ პოზიციას რვა თვის განმავლობაში იკავებდა, BP-მ თანამდებობიდან სამშაბათს გადააყენა. როგორც ირკვევა, გადაწყვეტილების მიზეზად მართვის სტანდარტების, ზედამხედველობისა და ეთიკის ნორმების სერიოზული დარღვევა დასახელდა. კომპანიას ოფიციალურ განცხადებაში დამატებითი დეტალები არ დაუკონკრეტებია, რამაც ბრიტანულ ენერგეტიკულ გიგანტში მენეჯერული კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავა.

არსებული ინფორმაციით, ალბერტ მანიფოლდის წინააღმდეგ საჩივრები თანამშრომლების მიმართ აგრესიულ ქცევას, სენსიტიური ინფორმაციის არასწორ მართვასა და დირექტორთა საბჭოს გვერდის ავლით გადაწყვეტილებების მიღების მცდელობებს უკავშირდება.

ანონიმური წყაროების მიერ გავრცელებულ ამ ბრალდებებს ყოფილი თავმჯდომარე კატეგორიულად უარყოფს და მოვლენების საკუთარი ვერსიის სამართლებრივად დამტკიცებას აპირებს. საყურადღებოა, რომ BP-ის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა მედიასთან დამატებითი კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ყოფილი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 52 სტატია.

  • ფოთში ყოფილი მეუღლე ბალიშის გამოყენებით გაგუდა - დაკავებულს ბრალდება წარედგინაფორმულა
  • "მიზანი არ ყოფილა უზარმაზარი აქციის შეკრება" - ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დღეს სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ და მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ გაემართნენრუსთავი 2
  • დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ვიცე-პრემიერი რუსეთის ყოფილი მაღალჩინოსანი გახდატვ პირველი
  • ცოტნე ანანიძე პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე: როგორც ყოფილი პატიმარი და უმაღლესი საბჭოს წევრი, მოგახსენებთ, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანას ერთი ან ორი თანამშრომელი არ უზრუნველყოფსიმედი
ყოფილი →

მსგავსი სტატიები

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE