მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბრალდება წარედგინა 2 პირს, რომლებმაც სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შეთავაზებით ₾242 000 მიისაკუთრეს
ბრალდება წარედგინა 2 პირს, რომლებმაც სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შეთავაზებით ₾242 000 მიისაკუთრეს

ბრალდება წარედგინა 2 პირს, რომლებმაც სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შეთავაზებით ₾242 000 მიისაკუთრეს

BM.GE26 ივნისი, 2026, 12:11|bm.ge

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, თაღლითური ჯგუფის წევრები აქტიურად ეწეოდნენ თავიანთი იურიდიული პირების რეკლამირებას და მოქალაქეებს საცხოვრებელი სახლის მშენებლობასა და სარემონტო სამუშაოების შესრულებას სთავაზობდნენ. კერძოდ, თაღლითობისთვის არაერთხელ ნასამართლევი ერთ-ერთი ბრალდებული, ნდობის მოსაპოვებლად, მოქალაქეებს ფორმალურად უთანხმდებოდა სამუშაოების მოცულობასა და ხარჯებზე, ხოლო მეორე თანამონაწილე, ორგანიზაციის სახელით, მათთან აფორმებდა ფიქტიურ ხელშეკრულებებს. ამასთან, ბრალდებულები, ნაკისრი ვალდებულებების სწრაფად შესრულების საბაბით, დაზარალებულებს თანხის წინასწარ გადახდას სთხოვდნენ. აღნიშნული ხერხით, მათ მოქალაქეებისაგან ჯამში 242 000 ლარი მიიღეს და ეს თანხა სრულად მიისაკუთრეს ისე, რომ ვალდებულება არ შეასრულეს, ხოლო ერთ-ერთი ბრალდებული თანხის მოტყუებით მისაკუთრების შემდეგ მიიმალა და დატოვა ქვეყნის ფარგლები.

უწყების თანახმად, სამართალდამცველებმა ერთი ბრალდებული, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 17 ივნისს დააკავეს, ხოლო მეორის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, არაერთგზის) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ივნისში, მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება დაახლოებით 35%-ით შემცირდა - ირაკლი კობახიძე

ივნისში, მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება დაახლოებით 35%-ით შემცირდა - ირაკლი კობახიძე

BM.GE

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE

ე.წ სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს პატიმრობა შეეფარდა

ე.წ სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს პატიმრობა შეეფარდა

BM.GE

"შარშანდელი წელი იყო გარდამტეხი მთავრობის საქმიანობაში" - ირაკლი კობახიძე

"შარშანდელი წელი იყო გარდამტეხი მთავრობის საქმიანობაში" - ირაკლი კობახიძე

BM.GE