მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "შარშანდელი წელი იყო გარდამტეხი მთავრობის საქმიანობაში" - ირაკლი კობახიძე
"შარშანდელი წელი იყო გარდამტეხი მთავრობის საქმიანობაში" - ირაკლი კობახიძე

"შარშანდელი წელი იყო გარდამტეხი მთავრობის საქმიანობაში" - ირაკლი კობახიძე

BM.GE26 ივნისი, 2026, 12:46|bm.ge

ზუსტად ერთი წლის წინ, საქართველოს მთავრობაში დასრულდა საკადრო და ინსტიტუციური ცვლილებები, რის შემდეგაც დაიწყო ახალი ეტაპი, თვისებრივად გაუმჯობესდა მართვის სისტემა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ეფექტიანობის დეპარტამენტის 1-წლიანი მუშაობის შედეგად, მთავრობამ მნიშვნელოვანი თანხების დაზოგვა შეძლო, რაც ისევ ქვეყნის განვითარებას მოხმარდება.

"შარშანდელი წელი იყო გარდამტეხი მთავრობის საქმიანობაში სხვადასხვა თვალსაზრისით. ზუსტად ერთი წლის წინ, საქართველოს მთავრობაში დასრულდა საკადრო და ინსტიტუციური ცვლილებები, რის შემდეგაც დაიწყო ახალი ეტაპი საქართველოს მთავრობის საქმიანობაში. ამ წლის განმავლობაში, თვისებრივად გაუმჯობესდა მართვის სისტემა და ეს იყო მთავარი გარდამტეხი ცვლილება, რაც განხორციელდა ჩვენს ქვეყანაში ამ თვალსაზრისით. ეს საკადრო ცვლილებები ეხებოდა უშუალოდ სამთავრობო და მთავრობასთან დაკავშირებულ უწყებებს, მათ შორის, ხაზი მინდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოს მთავრობაში შეიქმნა ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელიც აქტიურადაა დაკავებული ხარჯების ოპტიმიზაციის უზრუნველყოფით.

2025 წელს დეპარტამენტის საქმიანობის შედეგად გადაიხედა 115 მლნ ლარის ღირებულების სახელმწიფო პროგრამები და შესყიდვები, საიდანაც დაიზოგა 67 მლნ ლარზე მეტი. ეს არის ის თანხა, რომელიც ისევ ქვეყნის განვითარებას უნდა მოხმარდეს.

2026 წელს, დეპარტამენტის საქმიანობიდან მიღებულმა პირდაპირმა ეკონომიამ შეადგინა 67 მლნ ლარი, ხოლო ეკონომიამ მონიტორინგის შედეგად კორექტირებული ტენდერებიდან - 34 მლნ ლარი. ჯამში, ეს არის 101 მლნ ლარი. ეს არის ამ 1 წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის შედეგი. ასევე ამ დეპარტამენტის ჩართულობით შეიქმნა ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდელი, რაც უზრუნველყოფს შესყიდვების პროცედურების სრულ გამჭვირვალობას და ა.შ. ეს არის ერთი კონკრეტული მაგალითი, რომელიც აჩვენებს იმას, თუ რამდენადაა შეცვლილი მიდგომა, დამოკიდებულება სახელმწიფოს მართვის მიმართ", - აღნიშნა პრემიერმა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვვარაუდობთ, რომ ვაზიანის აეროპორტის მშენებლობა 2027 წლის ბოლოდან დაიწყება - კობახიძე

ვვარაუდობთ, რომ ვაზიანის აეროპორტის მშენებლობა 2027 წლის ბოლოდან დაიწყება - კობახიძე

BM.GE

საგარეჯო-ბადიაურის 17-კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთის გახსნა 2027 წლისთვის გადავადდა

საგარეჯო-ბადიაურის 17-კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთის გახსნა 2027 წლისთვის გადავადდა

BM.GE

PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო

PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო

BM.GE

თელავის აეროპორტის მშენებლობა ოქტომბერში დაიწყება - პრემიერი

თელავის აეროპორტის მშენებლობა ოქტომბერში დაიწყება - პრემიერი

BM.GE