მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. BRICS-ის ქვეყნები ერთობლივ დეკლარაციაზე შეთანხმდნენ - ვინ ესწრება სამიტს?
BRICS-ის ქვეყნები ერთობლივ დეკლარაციაზე შეთანხმდნენ - ვინ ესწრება სამიტს?

BRICS-ის ქვეყნები ერთობლივ დეკლარაციაზე შეთანხმდნენ - ვინ ესწრება სამიტს?

BM.GE12 სექტემბერი, 2026, 23:03|bm.ge

განვითარებადი ეკონომიკების მქონე ქვეყნების გაერთიანება BRICS-ი ერთობლივ დეკლარაციაზე შეთანხმდა - ამის შესახებ სააგენტო Reuters-ს ინფორმირებულმა წყაროებმა განუცხადეს. ეს მნიშვნელოვანი დიპლომატიური წინსვლაა ნიუ-დელიში დაწყებული სამიტის ფონზე, რომლის მიზანიც ბლოკის გლობალური გავლენის გაძლიერებაა.

შეხვედრის გახსნისას მასპინძელი ქვეყნის, ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ განაცხადა, რომ გაერთიანებამ სიმწიფის ეტაპს მიაღწია და დროა, არსებული ერთიანობა და კონსენსუსი გლობალურ ასპარეზზე კონკრეტულ შედეგებად გარდაიქმნას.

სამიტი, რომლის მიზანიც სპარსეთის ყურის კონფლიქტის გამო წევრებს - ირანსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს - შორის არსებული უთანხმოების აღმოფხვრაა, იმ ფონზე მიმდინარეობს, როდესაც აშშ-მა და ირანმა ექვსთვიანი ომის განმავლობაში საპასუხო დარტყმები განაახლეს. ამას წინ უძღოდა აგვისტოს უმეტეს ნაწილში საომარი მოქმედებების პაუზა, რა დროსაც ირანთან დაკავშირებულმა იემენელმა ჰუსიტებმა წითელი ზღვის რეგიონში კონტროლი გააძლიერეს.

მომლაპარაკებლები შეთანხმდნენ ერთობლივ დეკლარაციაზე, რომელშიც კონკრეტული ქვეყნები, სავარაუდოდ, დასახელებული არ იქნება, თუმცა დოკუმენტი ნებისმიერი სახელმწიფოს მხრიდან ცალმხრივ აგრესიას დაგმობს - განუცხადა Reuters-ს ოთხმა წყარომ.

მათივე ცნობით, ლიდერები დოკუმენტს, სავარაუდოდ, შაბათს მოგვიანებით დაამტკიცებენ. წყაროებმა ვინაობის გამხელა არ ისურვეს, რადგან მათ მედიასთან საუბრის უფლებამოსილება არ აქვთ. ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დეკლარაციასთან დაკავშირებით კომენტარის თხოვნაზე ოპერატიულად არ უპასუხია.

ვინ ესწრება BRICS-ის სამიტს?

სამიტს, სხვებთან ერთად, ესწრებიან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი, ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი სირილ რამაფოსა და აბუ-დაბის ტახტის მემკვიდრე, შეიხი ხალედ ბინ მოჰამედ ბინ ზაიდ ალ-ნაჰიანი.

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა განაცხადა, რომ BRICS-ის ქვეყნები მყარად უნდა იდგნენ ისტორიის სწორ მხარეს და საერთაშორისო წესრიგს მეტი თანასწორობისა და სამართლიანობისკენ მიმართავდნენ.

ნიუ-დელი, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს აშშ-თან, რუსეთთან, ისრაელთან, ირანთან და სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებთან, დიპლომატიურ ბალანსს ინარჩუნებს, ხოლო პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი BRICS-ის წევრებს სავაჭრო თანამშრომლობის გაძლიერებისკენ, ბარიერების შემცირებისა და ბიზნესშესაძლებლობების გაფართოებისკენ მოუწოდებს.

"BRICS-ის გაძლიერებასთან ერთად, ჩვენ ასევე უნდა განვსაზღვროთ გლობალური რეფორმის მიმართულება. გლობალური სამხრეთი დღეს პირველ რიგში დგას, როდესაც საქმე გლობალურ კრიზისებს ეხება, მაგრამ ბოლო რიგში აღმოჩნდება ხოლმე გადაწყვეტილებების მიღების დროს. ჩვენ ეს პირამიდა და პრივილეგიები პარტნიორობის პლატფორმად უნდა გარდავქმნათ - სადაც ყველა ქვეყნის ხმა ისმის და თითოეულ წევრს საკუთარი წილი პასუხისმგებლობა აქვს", - განაცხადა მოდიმ.

მოდიმ ასევე გაიმეორა ინდოეთის მრავალწლიანი მოთხოვნა გაეროს უშიშროების საბჭოს გაფართოების შესახებ, რაც ინდოეთისა და სხვა განვითარებადი ძალებისთვის მუდმივი წევრის ადგილის მინიჭებას ითვალისწინებს, და აღნიშნა, რომ უშიშროების საბჭოს რეფორმა აღარ უნდა გადაიდოს.

"ინდოეთში გამართული BRICS-ის სამიტის გზავნილი მკაფიო უნდა იყოს: თუ ჩვენი მომავალი საერთოა, მაშინ ამ მომავლის განსაზღვრის უფლებაც საერთო უნდა იყოს", - დასძინა მოდიმ.

BRICS-ი აერთიანებს ბრაზილიას, რუსეთს, ინდოეთს, ჩინეთს, სამხრეთ აფრიკას, ეგვიპტეს, ეთიოპიას, ინდონეზიას, ირანსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს. გაერთიანება 2009 წელს შეიქმნა აშშ-ისა და მისი დასავლელი მოკავშირეების მიერ დომინირებული მსოფლიო წესრიგის საპირწონედ. ბლოკის წევრ ქვეყნებზე მსოფლიო მოსახლეობის 40%-ზე მეტი და გლობალური ეკონომიკის თითქმის მეოთხედი მოდის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამიტზე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 32 სტატია.

  • ზელენსკის განცხადებით, ის მზადაა პუტინს აშშ-ში „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში შეხვდესიმედი
  • 9-10 სექტემბერს კობახიძე პარიზში კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ სამიტს დაესწრებაფორმულა
  • პესკოვმა ვერ გაიგო, რატომ არ ისაუბრა ფაშინიანმა შანხაის სამიტზე რუსულადნეტგაზეთი
  • თამარ ბაგრატიონმა კიევში "პირველი ლედებისა და ჯენტლმენების" სამიტში მიიღო მონაწილეობა - ადმინისტრაციატვ პირველი
სამიტზე →

მსგავსი სტატიები

რა ქონებით წავიდა თანამდებობიდან დანიშვნიდან 5 თვის შემდეგ საგამოძიებო სამსახურის უფროსი?

რა ქონებით წავიდა თანამდებობიდან დანიშვნიდან 5 თვის შემდეგ საგამოძიებო სამსახურის უფროსი?

BM.GE

არ შეიძლება ავიაკომპანია მუდმივად სახელმწიფო დოტაციაზე იყოს მიერთებული - ავიაციის ექსპერტი შიდა ფრენებზე

არ შეიძლება ავიაკომპანია მუდმივად სახელმწიფო დოტაციაზე იყოს მიერთებული - ავიაციის ექსპერტი შიდა ფრენებზე

BM.GE

თანამდებობები დატოვეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლებისა და საგამოძიებო სამსახურების უფროსებმა

თანამდებობები დატოვეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლებისა და საგამოძიებო სამსახურების უფროსებმა

BM.GE

NFL-ის ყველაზე ძვირად ღირებული გუნდი 2026 წელს

NFL-ის ყველაზე ძვირად ღირებული გუნდი 2026 წელს

BM.GE