
Nvidia-მ Meta-ში $3 მილიარდის ინვესტიცია განახორციელა
Reuters-ის ცნობით, ტექნოლოგიურმა გიგანტმა Nvidia-მ კომპანია Meta-სთან ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით პარტნიორობა გააღრმავა და მის აქციებში $3 მილიარდის ინვესტიცია განახორციელა. როგორც ირკვევა, Nvidia-მ საკუთარი კაპიტალი Meta-ს იმ გაზრდილ სააქციო შეთავაზებაში ჩადო, რომლის ჯამური მოცულობაც $97.5 მილიარდს შეადგენს.
საყურადღებო ფაქტია, რომ ეს გარიგება სოციალური ქსელების მფლობელი კორპორაციის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ფინანსური რაუნდია. როგორც ირკვევა, Meta მიღებული ახალი რესურსებით მიზნად ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის განვითარების დაჩქარებას ისახავს.
ახალი პარტნიორობა შეეხება Meta-ს ხელოვნური ინტელექტის ასისტენტ Muse-ს, რომლის მოდელები და აგენტებიც Nvidia-ს ინფრასტრუქტურაზე მუშაობენ. ტექნოლოგიური გიგანტები სისტემის ეფექტიანობის გაზრდისა და საოპერაციო ხარჯების შემცირებისთვის ძალისხმევას გააძლიერებენ.
შეგახსენებთ, Meta-მ საკუთარი ციფრული ასისტენტი Muse ოქტომბრის დასაწყისში გამოუშვა და ის ღია კოდის მქონე პლატფორმა OpenClaw-ის ბაზაზე შექმნა.
BM.GE
წყარო: bm.ge