მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბრიტანეთი უკრაინის მხარდასაჭერ €90-მილიარდიან პროგრამაში ჩაერთვება
ბრიტანეთი უკრაინის მხარდასაჭერ €90-მილიარდიან პროგრამაში ჩაერთვება

ბრიტანეთი უკრაინის მხარდასაჭერ €90-მილიარდიან პროგრამაში ჩაერთვება

BM.GE5 მაისი, 2026, 03:30|bm.ge

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი უკრაინის მხარდასაჭერ €90-მილიარდიანი მოცულობის ევროპულ სასესხო პროგრამაში მონაწილეობას განხილავს.

სტარმეტის თქმით, უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასთან ერთად, პროგრამა ბრიტანულ კომპანიებს მომავალ კონტრაქტებზე წვდომის შესაძლებლობას მისცემს, რაც ბრიტანეთის ეკონომიკისთვის პოზიტიური ფაქტორი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ლიდერებმა მომდევნო ორი წლის განმავლობაში უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს გამოყოფის გადაწყვეტილება გასულ თვეს, უნგრეთის ვეტოს გაუქმების შემდეგ მიიღეს. გამოყოფილი თანხის ორი მესამედი ქვეყნის თავდაცვის საჭიროებებს მოხმარდება, დანარჩენი ნაწილი კი ფინანსურ დახმარებაზე გადანაწილდება.

გარდა ამისა, სტარმერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო მზად არის პარტნიორებთან ერთად იმუშაოს რუსეთზე ზეწოლის გასაძლიერებლად. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე კვირაში ბრიტანეთი რუსული კომპანიების წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს, რაც სამხედრო მიწოდების ჯაჭვების შეფერხებას ისახავს მიზნად.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 217 სტატია.

  • უკრაინის ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდაფორმულა
  • ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია 2027 წლის 29 იანვრამდე გაახანგრძლივატვ პირველი
  • არჩილ გორდულაძე: უკრაინაში რუსეთის შეჭრის წუთებიდან გამოვლინდა არაკონსტიტუციური პარტიების მიზანი და მცდელობა, ომის ფონზე საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტი გაემწვავებინათ. ეს პარტიები ისწრაფვიან, უცხოეთიდან "დაისაჯოს" საქართველოს სახელმწიფორუსთავი 2
  • პუტინი მზადაა, გასცეს მითითება, არ დაარტყან უკრაინას არჩევნების დღეს – პესკოვინეტგაზეთი
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE