მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ კომპანიებზე გამოძიება მიმდინარეობს, ორგანიზატორს 9.5 წელი აქვს მისჯილი - საგამოძიებო
ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ კომპანიებზე გამოძიება მიმდინარეობს, ორგანიზატორს 9.5 წელი აქვს მისჯილი - საგამოძიებო

ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ კომპანიებზე გამოძიება მიმდინარეობს, ორგანიზატორს 9.5 წელი აქვს მისჯილი - საგამოძიებო

BM.GE27 მაისი, 2026, 16:11|bm.ge

ბრიტანეთის მიერ გუშინ, 26 მაისს, სანქცირებული სამი კომპანიის წინააღმდეგ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გამოძიება აქვს დაწყებული და კონკრეტული სამართლებრივი შედეგიც არის დამდგარი.

კერძოდ, საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სანქცირებულ კომპანიებზე (შპს „ეიაიფორი“, შპს „არვიქს“ და შპს „რაპირა გრუპ“) ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაწყებულია და მიმდინარეობს გამოძიება, რასთან დაკავშირებითაც უკვე მიღწეულია კონკრეტული სამართლებრივი შედეგები.

უწყების ცნობითვე, სანქცირებული კომპანიებიდან არცერთის საქმიანობის არეალი საქართველო არ იყო.

"გამოძიებით დადგენილია, რომ შპს „ეიაიფორი“ და შპს „არვიქს“ ფიქტიურად, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ დარეგისტრირდნენ სხვა პირების სახელზე, რეალურად კი ოპერირებდნენ რუსეთში, მოსკოვში და საქართველოში აქტივები ან ოფისები არ გააჩნდათ. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2026 წლის 28 აპრილის სასამართლო განაჩენით, სამ ბრალდებულს სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 30 ათასი ლარის ოდენობით და პირობითი მსჯავრი, ხოლო დანაშაულის ორგანიზატორ დავით ჯინჭარაძეს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 9 წლისა და 6 თვის ვადით.

რაც შეეხება შპს „რაპირა გრუპის“ უკანონო საქმიანობას, დადგენილია, რომ დიდი ბრიტანეთის მოქალაქის მიერ მინდობილობით დარეგისტრირებული კომპანია, ვებგვერდ rapira.net-ის საშუალებით, ექსკლუზიურად ემსახურებოდა მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებს და მისი დომენიც რუსულ რეგისტრატორთან არის გაფორმებული. კომპანიას არანაირი ბრუნვა საბანკო ანგარიშებზე, აქტივები ან ოფისები საქართველოს ტერიტორიაზე არ უფიქსირდება და მისი რეგისტრაცია მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა", - წერია განცხადებაში.

გუშინ, 26 მაისს, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა და სანქციები დაუწესდა დამატებით სამ კომპანიას, რომლებიც საქართველოშია რეგისტრირებული. ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, სანქციები დაუწესდათ იმ კრიპტოკომპანიებსა და უკანონო ფინანსურ ქსელებს, რომლებსაც რუსეთი დიდი ბრიტანეთის სანქციების გვერდის ავლისთვის იყენებს.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე განთავსებული დოკუმენტის თანახმად სანქციები საქართველოში დაფუძნებულ შემდეგ კომპანიებს დაუწესდათ: Arvix LLC-ს (შპს არვიქს), Rapira Group LLC-სა (შპს რაპირა გრუპ) და Aifory LLC-ს (შპს ეიაიფორი).

Arvix LLC-ს (შპს არვიქს):

კომპანია რეგისტრირებულია 2023 წლის 26 ოქტომბერს, მისი დირექტორი და 100%-ის მფლობელი ბიზნეს რეესტრის თანახმად არის თამაზ გარაევი.

Rapira Group LLC-სა (შპს რაპირა გრუპ):

კომპანია რეგისტრირებულია 2022 წლის 9 ნოემბერს, ამჟამად კომპანია იმყოფება ლიკვიდაციის რეჟიმში, მესაკუთრედ და ლიკვიდატორად მითითებულია ბრიტანეთის მოქალაქე ილიას აჰაევი. კომპანიის ლიკვიდაციის განაცხადი სამეწარმეო რეესტრში 13 მაისს დარეგისტრირდა.

Aifory LLC-ს (შპს ეიაიფორი)

კომპანია რეგისტრირებულია 2023 წლის 23 ივნისს, მისი დირექტორი და 100%-ის მფლობელი ბიზნეს რეესტრის თანახმად არის მიხაელ გევორქიანი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მიმდინარეობს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 51 სტატია.

  • ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობსრუსთავი 2
  • სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - ვუჩიჩის პარტიას სტუდენტური მოძრაობა უპირისპირდებატვ პირველი
  • „მიმდინარეობს შიდა განხილვები“ – ომბუდსმენი პარტიების აკრძალვის საქმეში ჯერ არ ჩართულანეტგაზეთი
  • თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია მიმდინარეობსიმედი
მიმდინარეობს →გამოძიება →

მსგავსი სტატიები

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE