მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბროდ პიკზე ზვავს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ალპინისტი ნირმალ პურჯა ემსხვერპლა
ბროდ პიკზე ზვავს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ალპინისტი ნირმალ პურჯა ემსხვერპლა

ბროდ პიკზე ზვავს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ალპინისტი ნირმალ პურჯა ემსხვერპლა

BM.GE3 აგვისტო, 2026, 00:21|bm.ge

ნეპალელი ალპინისტი ნირმალ „ნიმსდაი“ პურჯა პაკისტანში, ბროდ პიკის მთაზე მომხდარ ზვავს ემსხვერპლა. როგორც საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს, მასთან ერთად კიდევ 9 მთამსვლელი დაიღუპა.

უბედური შემთხვევა პაკისტანის ჩრდილოეთ ნაწილში, გილგიტ-ბალტისტანის რეგიონში მდებარე ბროდ პიკზე მოხდა. მწვერვალის სიმაღლე 8 051 მეტრია და ის მსოფლიოს 14 ყველაზე მაღალი მთის სიაში შედის.

პურჯასა და სხვა ალპინისტებთან კავშირი მას შემდეგ გაწყდა, რაც მთაზე ზვავი ჩამოწვა. სამაშველო ჯგუფებმა დაკარგული მთამსვლელების ძებნა დაიწყეს, თუმცა რთულმა რელიეფმა და ამინდის პირობებმა სამუშაოები გაართულა. მოგვიანებით დრონების დახმარებით რამდენიმე ადამიანის ადგილსამყოფელი დადგინდა და მათი დაღუპვა დადასტურდა.

ნირმალ პურჯა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ალპინისტად ითვლებოდა. მან 2019 წელს რეკორდი დაამყარა და მსოფლიოს 14 უმაღლესი მწვერვალი 6 თვეში და 6 დღეში დალაშქრა. სწორედ ამ მიღწევამ მოუტანა მას საერთაშორისო აღიარება. მისი ისტორიის შესახებ გადაღებულია Netflix-ის დოკუმენტური ფილმი - 14 Peaks: Nothing Is Impossible.

პურჯას გარდაცვალებას გამოეხმაურნენ როგორც ნეპალის, ისე საერთაშორისო სამთო-სალაშქრო საზოგადოების წარმომადგენლები. მისი დაკარგვა ალპინიზმის სამყაროში დიდ დანაკარგად შეფასდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"საქართველოს ეკონომიკა საშიშად დამოკიდებული გახდა საგარეო ფაქტორებზე"|ინტერვიუ ეკონომისტ რატი წიკლაურთან

"საქართველოს ეკონომიკა საშიშად დამოკიდებული გახდა საგარეო ფაქტორებზე"|ინტერვიუ ეკონომისტ რატი წიკლაურთან

BM.GE

მსოფლიოს ყველაზე სახიფათო მთები

მსოფლიოს ყველაზე სახიფათო მთები

BM.GE

შიდა განვადებები ჯერჯერობით რისკის შემცველი არაა, თუმცა მეტი ინფორმაცია უნდა გვქონდეს პორტფელების მოცულობაზე - "იბერკომპანი"

შიდა განვადებები ჯერჯერობით რისკის შემცველი არაა, თუმცა მეტი ინფორმაცია უნდა გვქონდეს პორტფელების მოცულობაზე - "იბერკომპანი"

BM.GE

"ენგურჰესში ოპტიმიზაცია-რესტრუქტურიზაცია განსაკუთრებული სიფრთხილით მიმდინარეობს|ლევან მებონია

"ენგურჰესში ოპტიმიზაცია-რესტრუქტურიზაცია განსაკუთრებული სიფრთხილით მიმდინარეობს|ლევან მებონია

BM.GE