
Buknari Resort - ერთი ჩასვლით შეყვარების ადგილი
ბუკნარში მზე ისე ჯადოსნურად ჩადის, ერთხელ ნახვა არ გეყოფა. სწორედ ამ იდეაზეა აგებული Buknari Resort-ის ახალი საიმიჯო ვიდეო რგოლი. მთავარ გმირებს ბავშვობიდან ახსოვთ, რომ თუ მზის ჩასვლას სანაპიროზე წამოწოლილი უყურებ, მერე კი სწრაფად წამოდგები, კიდევ ერთხელ მოკრავ თვალს, როგორ ჩაყვინთავს მზე ზღვაში.
ამჯერად წყვილს სხვა იდეა უჩნდება - ბოლომდე დაედევნონ მზეს, ადიან Buknari Hotel-ის ზედა სართულზე, რათა საკუთარი ნომრის აივნიდან კიდევ ერთხელ დატკბნენ მზის ჩასვლის ჯადოსნური სანახაობით. მაყურებელი მათთან ერთად გადის ამ გზას და თანდათან ეცნობა Buknari Resort-ის სივრცეებს, ატმოსფეროსა და იმ გამოცდილებას, რომელსაც ეს ადგილი ქმნის.
ერთი ჩასვლით შეყვარება
შავი ზღვის სანაპიროზე, ზღვისა და ასწლოვანი სუბტროპიკული ტყის სიახლოვეს, Buknari Resort ლისი დეველოპმენტის იმავე ხედვის გაგრძელებაა, რომელიც უკვე 15 წელია კომპანიის ყველა პროექტს აერთიანებს - ბუნებასთან ერთად შექმნილი სივრცეები.
Buknari Resort აერთიანებს Buknari Hotel-ს, პრემიუმ აპარტამენტებსა და მრავალფეროვან ინფრასტრუქტურას - აუზს, ბიჩ-ქლაბს, პადელის მოედანს, კომერციულ ზონასა და რესტორნებს.
Buknari Hotel
საცხოვრებელი ბლოკი
კურორტის განვითარების პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია, Buknari Hotel პირველ სტუმრებს მასპინძლობს, ხოლო პროექტი განვითარებას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, ვიდეოში ნაჩვენები ატმოსფერო მხოლოდ იდეა აღარ არის - ის რეალური გამოცდილებაა, რომლის გაზიარებასაც Buknari Resort უკვე დღეს სთავაზობს სტუმრებს.
BM.GE
წყარო: bm.ge