
Chandler-ის კარგი მმართველობის ინდექსში საქართველოს პოზიცია გაუარესდა - მიზეზები
სინგაპურული კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებულ Chandler Good Government Index-ში, ანუ ჩენდლერის კარგი მმართველობის ინდექსში საქართველოს პოზიცია გაუარესებულია. 2026 წლის ინდექსში, საქართველო 43-ე ადგილამდე ჩამოქვეითდა, მაშინ როდესაც წინა წლის ინდექსში ქვეყანა 40-ე ადგილზე იყო. ინდექსში უკუსვლა განაპირობა საქართველოს ქულის გაუარესებამ, უფრო დეტალურად, 2025 წლის ინდექსით საქართველოს ქულა იყო 0.6008, ხოლო 2026 წლის ინდექსში ქულამ 0.6003 შეადგინა. კლება ინდექსის ძირითად კომპონენტებში პოზიციების ვარდნას უკავშირდება.
ჩენდლერის კარგი მმართველობის ინდექსი შედგება შვიდი სვეტისგან, ხოლო ამ შვიდ სვეტში შემავალი კრიტერიუმების საერთო რაოდენობა არის 35. არაერთ კრიტერიუმში საქართველოს პოზიცია გაუარესებულია, ამ კრიტერიუმებს შორისაა კანონის უზენაესობა და სასამართლო სისტემის ხარისხი.
თუმცა, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ამ საკითხზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში არაფერი წერია ინდექსში პოზიციის გაუარესებასთან დაკავშირებით.
• ლიდერობა და ხედვა (სვეტის ქულა): 0.49 (▼ -0.03) • ეთიკური ლიდერობა: 0.51 (0) • გრძელვადიანი ხედვა: 0.6 (▼ -0.07) • ადაპტაციის უნარი: 0.66 (▼ -0.09) • სტრატეგიული პრიორიტეტების განსაზღვრა: 0.33 (0) • ინოვაციურობა: 0.33 (0) • მყარი კანონები და პოლიტიკა (სვეტის ქულა): 0.69 (▼ -0.02) • კანონის უზენაესობა: 0.54 (▼ -0.01) • სასამართლო სისტემის ხარისხი: 0.69 (▼ -0.01) • გამჭვირვალობა: 0.8 (▼ -0.02) • მარეგულირებელი მმართველობა: 0.72 (0) • ძლიერი ინსტიტუტები (სვეტის ქულა): 0.62 (▼ -0.01) • უწყებათაშორისი კოორდინაცია: 0.47 (0) • მონაცემებთან მუშაობის უნარი: 0.87 (▼ -0.01) • პოლიტიკის განხორციელების უნარი: 0.42 (0) • ბიუროკრატიის ხარისხი: 0.74 (0) • ფინანსური მართვა (სვეტის ქულა): 0.58 (▲ +0.02) • მთავრობის დავალიანება: 0.78 (▲ +0.02) • ბიუჯეტის ზედმეტი / დეფიციტის არქონა: 0.35 (▼ -0.12) • ხარჯების ეფექტიანობა: 0.58 (0) • ქვეყნის რისკის პრემია: 0.63 (▲ +0.11) • ბაზრის მიმზიდველობა (სვეტის ქულა): 0.61 (▼ -0.02) • საკუთრების უფლებები: 0.4 (0) • ინვესტიციების მოზიდვის უნარი: 0.82 (0) • ლოგისტიკური შესაძლებლობები: 0.27 (0) • სტაბილური ბიზნეს რეგულაციები: 0.73 (0) • გლობალური გავლენა და რეპუტაცია (სვეტის ქულა): 0.51 (0) • საერთაშორისო ვაჭრობა: 0.6 (0) • საერთაშორისო დიპლომატია: 0.27 (▲ +0.02) • ქვეყნის იმიჯი / ბრენდი: 0.6 (0) • პასპორტის სიძლიერე: 0.57 (▲ +0.01) • მოქალაქეთა კეთილდღეობა და განვითარება (სვეტის ქულა): 0.66 (0) • განათლება: 0.72 (▲ +0.01) • ჯანდაცვა: 0.58 (▲ +0.04) • საჯარო სერვისებით კმაყოფილება: 0.58 (0) • პირადი უსაფრთხოება: 0.63 (▲ +0.06) • ეკოლოგიური შედეგები: 0.68 (0) • შემოსავლების განაწილება: 0.68 (▲ +0.01) • დასაქმება: 0.54 (0) • გენდერული სხვაობა: 0.81 (▼ -0.01) • დისკრიმინაციის არარსებობა: 0.42 (▼ -0.05) • ფასების სტაბილურობა: 0.92 (0)