მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჩაქვში Dreamland Park-ის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია - რას სთავაზობს მომხმარებლებს?
ჩაქვში Dreamland Park-ის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია - რას სთავაზობს მომხმარებლებს?

ჩაქვში Dreamland Park-ის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია - რას სთავაზობს მომხმარებლებს?

BM.GE5 ნოემბერი, 2026, 13:10|bm.ge

Dreamland Development-ის მარკეტინგის და ბრენდის დირექტორი ვერიკო სუჯაშვილი აცხადებს, რომ ჩაქვში საცხოვრებელი პროექტის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. მან "საქმიანი დილის" ეთერში იმ შეთავაზებაზე ისაუბრა, რომელიც კომპანიას Dreamland Park-ის პროექტში აქვს და მომხმარებლებს ბინის თვეში დაახლოებით 590 დოლარის ექვივალენტში შეძენის შესაძლებლობას აძლევს.

"მშენებლობა დავიწყეთ და აქტიურ ფაზაშია. შესაბამისად, მაქსიმალურად ჩართულები ვართ და გვინდოდა, რომ ამავე ეტაპზე გვქონოდა საინტერესო შეთავაზება. ეს საკმაოდ საინტერესო პროექტია არა მარტო უცხოელებისთვის, არამედ ქართველებისთვის, ამიტომ გვინდოდა, რომ ხელმისაწვდომი ყოფილიყო ჩვენთან ბინის შეძენა. დაახლოებით 590 დოლარის გადასახადი თვეში (დათვლილია დაახლოებით $67 000-68 000 ღირებულების ბინაზე) მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ მომხმარებელზე მორგებული ყოფილიყო. უფრო დეტალურად რომ გითხრათ, თვეში 590 დოლარის ექვივალენტი ლარში როგორ გამოდის. 20% პირველადი შენატანის გადახდა თავიდანვე უნდა მოხდეს, შემდეგ 30%-ის განვადება – 0%-იანი განვადებით – 34 თვის განმავლობაში მიმდინარეობს და ღირებულების 50% მშენებლობის დასრულებისას უნდა გადაიხადო. დასრულების დროს შესაძლებელია როგორც საკუთარი ფინანსებით, ასევე იპოთეკური სესხით დაფარვა, ჩვენი პარტნიორი არის „თიბისი ბანკი". შედეგად პირველადი შესვლა – საინვესტიციოდ უყურებთ თუ საცხოვრებლად, არა აქვს მნიშვნელობა – არის მინიმალური. ჩვენი გაყიდვების გუნდი შეგარჩევინებთ ბინას, ხედს, სართულს, ყველაფერს, გადახდის ინდივიდუალურ გრაფიკსაც და გახდებით ჩვენი მობინადრე.

საკმაოდ დიდი რაოდენობის ბინები უკვე გაყიდულია, მაგრამ ვინაიდან თვითონ შენობა საკმაოდ კომპლექსურია, არის ამ ეტაპზე შესაძლებელი, რომ სასურველი ხედით, კონდიციით შეარჩიოთ. შეთავაზება წლის ბოლომდე გვაქვს, შესაბამისად, ახლა სწორი დრო არის ინვესტიციისთვის",- ამბობს ვერიკო სუჯაშვილი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა

BM.GE

ჰერჩინსკი ტრაგიკული პიროვნებაა, იმაზე უფრო ტრაგიკულიც კი, ვიდრე ჰარცელი იყო - კობახიძე

ჰერჩინსკი ტრაგიკული პიროვნებაა, იმაზე უფრო ტრაგიკულიც კი, ვიდრე ჰარცელი იყო - კობახიძე

BM.GE

„სამარცხვინო წინადადებები“ - კობახიძე ევროკომისიის ანგარიშზე

„სამარცხვინო წინადადებები“ - კობახიძე ევროკომისიის ანგარიშზე

BM.GE

გალტ & თაგარტი სომხეთის ეკონომიკის შესახებ ახალ კვლევას აქვეყნებს და რეგიონულ კვლევით დაფარვას აფართოებს

გალტ & თაგარტი სომხეთის ეკონომიკის შესახებ ახალ კვლევას აქვეყნებს და რეგიონულ კვლევით დაფარვას აფართოებს

BM.GE