მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჭარბი ენერგიის გამო, მზის სადგურის გენერაციის შეზღუდვა გვიწევს, რაც ბიზნესისთვის გამოწვევაა - Green Energy
ჭარბი ენერგიის გამო, მზის სადგურის გენერაციის შეზღუდვა გვიწევს, რაც ბიზნესისთვის გამოწვევაა - Green Energy

ჭარბი ენერგიის გამო, მზის სადგურის გენერაციის შეზღუდვა გვიწევს, რაც ბიზნესისთვის გამოწვევაა - Green Energy

BM.GE14 ივნისი, 2026, 19:15|bm.ge

კერძო სექტორის ინფორმაციით, გენერაციის ობიექტებს, მათ შორის მზის სადგურებს, მიმდინარე წლის მაისში ელექტროენერგიის გამომუშავების შეზღუდვა მოუწიათ.

როგორც BMG-ის Green Energy-ის დამფუძნებელმა, დავით შვანგირაძემ განუცხადა, მათ გასულ თვეში სახელმწიფო ელექტროსისტემისგან შესაბამისი შეტყობინება მიიღეს, რის მიზეზადაც ქვეყანაში გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში ელექტროენერგიის ჭარბი გამომუშავება სახელდება.

დავით შვანგირაძის თქმით, აღნიშნული შეზღუდვა მიმდინარე პერიოდშიც გრძელდება, რის გამოც კასპში მდებარე 2-მეგავატიანი მზის ელექტროსადგური დღის გარკვეულ მონაკვეთში შეზღუდვებით მუშაობს და სრულად გაჩერებულია. კომპანიაში აცხადებენ, რომ მსგავსი ვითარება ბიზნესს სერიოზულ ზიანს აყენებს და აუცილებელია, სახელმწიფოსთან ერთად გარკვეული გამოსავალი გამოინახოს.

„დღეს ქვეყანაში ელექტროენერგიის ჭარბი მარაგი გვაქვს, საექსპორტო ბაზარიც შეფერხებულია და ესეც ერთ-ერთი გამოწვევაა. ამასთან, სამწუხაროდ, ისე ვერ ვითარდება მძიმე ინდუსტრია, რომ ჩვენი გენერირებული ელექტროენერგია სრულად აითვისონ. [სახელმწიფო ელექტროსისტემისგან] მოგვივიდა შეტყობინება, რომ დღის მანძილზე რაღაც პერიოდის განმავლობაში მოგვიწევს [კასპის მზის სადგურის] გათიშვა და გენერაციის შეზღუდვა, იმიტომ რომ ამ პერიოდში ქვეყანაში ჭარბი დენი გვაქვს.

მესმის, რომ სახელმწიფოს გადმოსახედიდან დიდი გამოწვევა არის ეს, მაგრამ ოქროს შუალედი მანდაც არის საჭირო, რომ ბიზნესიც არ დაზარალდეს. იმიტომ რომ მცირე მზის სადგურებისთვის ეს ძალიან სერიოზული საკითხია. ძირითადად სესხებით არის ყველაფერი აშენებული და საკმაოდ მძიმე ვითარებაში ჩავარდებიან კომპანიები. ეს კომპონენტი არის აუცილებლად გასავლელი ეკონომიკის სამინისტროსთან და შესაბამის სტრუქტურებთან, რათა არ დავზარალდეთ“, - განაცხადა დავით შვანგირაძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბიზნესის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 66 სტატია.

  • სათამაშო ბიზნესის ფული "ქართული ოცნების" ყულაბაში - რას ამბობენ ექსპერტებიტვ პირველი
  • ლევან ჟორჟოლიანი: კომპრომისები ხარისხის ხარჯზე გამორიცხულია, ასევე არ ვაპირებთ, გადავიხადოთ ან ძალიან ბევრი, ან ძალიან ცოტა, ჩვენი მიზანია, გადავიხადოთ სამართლიანი, ადეკვატური ღირებულება, ბიზნესმა თავისი მიიღოს, სახელმწიფომ და მოქალაქეებმა მივიღოთ ხარისხიანი ინფრასტრუქტურა, რომელსაც არ უნდა სჭირდებოდეს რეაბილიტაცია 2-3 წლის შემდეგ, მან უნდა გაუძლოს ათწლეულებსიმედი
  • POLITICO: რატომ არ მუშაობს ბრიუსელის რეფორმები - ევროპული ბიზნესი იმედგაცრუებულიარუსთავი 2
  • ევროკავშირის დახმარება: ათი გზა საქართველოში ბიზნესის გასავითარებლადნეტგაზეთი
ბიზნესის →

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

BM.GE

რეფორმის ფარგლებში აქცენტს უნივერსიტეტების დაფინანსების გაუმჯობესებაზე ვაკეთებთ - გივი მიქანაძე

რეფორმის ფარგლებში აქცენტს უნივერსიტეტების დაფინანსების გაუმჯობესებაზე ვაკეთებთ - გივი მიქანაძე

BM.GE

ბრალდებული თითქოს ავტომობილის შესაძენად უცხო ქვეყნის მოქალაქის 1,2 მლნ ლარს დაეუფლა - პროკურატურა

ბრალდებული თითქოს ავტომობილის შესაძენად უცხო ქვეყნის მოქალაქის 1,2 მლნ ლარს დაეუფლა - პროკურატურა

BM.GE

აშშ-ის ეკონომიკური ზრდის ტემპი მეორე კვარტალში 1.5%-მდე შენელდა

აშშ-ის ეკონომიკური ზრდის ტემპი მეორე კვარტალში 1.5%-მდე შენელდა

BM.GE