
ჩეხური Škoda Group ბაქოში სარკინიგზო ტრანსპორტის წარმოებასა და ტექნიკურ მომსახურების ცენტრის გახსნას გეგმავს
ჩეხური სატრანსპორტო ტექნიკის მწარმოებელი კომპანია Škoda Group-ი აზერბაიჯანში საწარმოსა და ტექნიკური მომსახურების ცენტრის გახსნას გეგმავს. კომპანიის მიზანია, მომავალში აღნიშნული ობიექტით არა მხოლოდ აზერბაიჯანის, არამედ სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ბაზრებსაც მოემსახუროს.
აღნიშნული გეგმები ცნობილი 12 ოქტომბერს, ჩეხეთის ტრანსპორტის მინისტრ ივან ბედნარიკსა და „აზერბაიჯანის სატრანსპორტო და კომუნიკაციების ჰოლდინგის“ წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე გახდა.
Škoda Group-ის ვიცე-თავმჯდომარის, ტომაშ იგნაკაკის განცხადებით, კომპანია აზერბაიჯანში ადგილობრივ პარტნიორთან ერთად ერთობლივი საწარმოს შექმნასა და წარმოების ეტაპობრივ გაფართოებას აპირებს.
წინადადება მოიცავს არა მხოლოდ მზა მოძრავი შემადგენლობის მიწოდებას, არამედ ტექნიკურ მომსახურებას, ადგილობრივი სპეციალისტების გადამზადებას, აზერბაიჯანული კომპანიების ჩართვას კომპონენტების მიწოდების ჯაჭვში და ევროპული წარმოების ტექნოლოგიების ტრანსფერს.
ინიციატივა ჯერ კიდევ შეთავაზების ეტაპზეა. მხარეებს შორის საინვესტიციო ხელშეკრულება ჯერჯერობით ხელმოწერილი არ არის, შესაბამისად, უცნობია ინვესტიციების მოცულობა, საწარმოო სიმძლავრე და განხორციელების კონკრეტული ვადები.
აღსანიშნავია, რომ ზერბაიჯანმა დაამტკიცა სახელმწიფო პროგრამა, რომლის მიხედვითაც 2030 წლისთვის ბაქოში იგეგმება 10 ახალი მეტროსადგურის აშენება, არსებული ხაზების მოდერნიზაცია და 299 ახალი ვაგონის შესყიდვა.
პროგრამა მოიცავს დეპოების გაფართოებას, ენერგომომარაგების განახლებასა და ქსელის გამტარუნარიანობის გაზრდას. AZCON-ის ცნობით, ამ გაფართოებისთვის გამოყოფილია დაახლოებით $2.5 მილიარდი.
BM.GE
წყარო: bm.ge