მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჭიათურაში მულტიფუნქციური მუზეუმ-მაღაროს მშენებლობა იგეგმება - პროექტირებაზე ₾0.5-მილიონიანი კონკურსი გამოცხადდა
ჭიათურაში მულტიფუნქციური მუზეუმ-მაღაროს მშენებლობა იგეგმება - პროექტირებაზე ₾0.5-მილიონიანი კონკურსი გამოცხადდა

ჭიათურაში მულტიფუნქციური მუზეუმ-მაღაროს მშენებლობა იგეგმება - პროექტირებაზე ₾0.5-მილიონიანი კონკურსი გამოცხადდა

BM.GE30 ივლისი, 2026, 20:35|bm.ge

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კონკურსი გამოაცხადა ქალაქ ჭიათურაში, წერეთლის სახელობის ისტორიული მაღაროს ტერიტორიაზე, ინოვაციური მულტიფუნქციური მუზეუმ-მაღაროს მშენებლობის პროექტირებისთვის.

ამის შესახებ ინფრასტრუქტურის სამინისტრო იტყობინება.

უწყების ცნობით, პროექტის მიხედვით, ჭიათურაში, 1960-იანი წლებიდან უმოქმედო მაღაროს ნაცვლად უნდა მოეწყოს თანამედროვე სამუზეუმო კომპლექსი, რომელიც რეგიონში ინდუსტრიული ტურიზმის განვითარების ახალი ცენტრი გახდება.

"კონცეფციის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა არსებული მიწისქვეშა გვირაბების უსაფრთხო ადაპტაციას, სადაც ვიზიტორებისთვის მადნის მოპოვების პროცესის რეალისტური იმიტაცია და ინტერაქტიული სამუზეუმო მარშრუტი მოეწყობა.

პროექტი უნდა მოიცავდეს მიწისზედა საგამოფენო და მისაღებ სივრცეებს, საინფორმაციო ცენტრს, კვების ობიექტს და სუვენირების მაღაზიას, ვიზიტორთა ეკიპირების ზონას, ასევე, დაახლოებით 100 მაყურებელზე გათვლილ საგანმანათლებლო ამფითეატრს და სათავგადასავლო-რეკრეაციული სივრცეს.

მუზეუმში ინტეგრირებული უნდა იყოს თანამედროვე მულტიმედიური ტექნოლოგიები, მათ შორის ჰოლოგრამები, 3D ვიზუალიზაცია, რაც ვიზიტორებს ინდუსტრიული მემკვიდრეობის გაცნობის სრულად ახალ გამოცდილებას შესთავაზებს.

პროექტირების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ენერგოეფექტურობასა და საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტების დაცვას.

ისტორიული მაღაროს მრავალფუნქციური მუზეუმის პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ჭიათურის ინდუსტრიული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას, რეგიონში ტურისტული და საგანმანათლებლო პოტენციალის გაძლიერებას და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას", - წერია სამინისტროს პრესრელიზში.

ცნობისთვის, შესყიდვის თანახმად, პროექტირების სავარაუდო ღირებულება 0,5 მლნ ლარია. კონკურსში წინადადებების მიღება 26 აგვისტოს დაიწყება და 31 აგვისტოს დასრულდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, ნავთობის ფასი $109-მდე გაიზარდა

კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, ნავთობის ფასი $109-მდე გაიზარდა

BM.GE

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE

მთავრობამ მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნა

მთავრობამ მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნა

BM.GE

მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძის ბრიფინგი ჩაინიშნა

მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძის ბრიფინგი ჩაინიშნა

BM.GE