მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჩინეთი და აშშ $30 მილიარდის ტარიფების შემცირებასა და AI დიალოგზე შეთანხმდნენ
ჩინეთი და აშშ $30 მილიარდის ტარიფების შემცირებასა და AI დიალოგზე შეთანხმდნენ

ჩინეთი და აშშ $30 მილიარდის ტარიფების შემცირებასა და AI დიალოგზე შეთანხმდნენ

BM.GE26 სექტემბერი, 2026, 21:07|bm.ge

ჩინეთი, პრეზიდენტ სი ძინპინის ვაშინგტონში ვიზიტისას მიღწეული რვაპუნქტიანი შეთანხმების ფარგლებში, აშშ-სთან ტარიფების ორმხრივ, 30 მილიარდი დოლარით შემცირებასა და ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე დიალოგის დაწყებაზე შეთანხმდა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეები ასევე შეთანხმდნენ სავაჭრო საბჭოს შექმნასა და კუალა-ლუმპურში მანამდე გამართული მოლაპარაკებების შედეგების გაფართოებაზე.

აღნიშნულ შეთანხმებას წინ უძღოდა მსოფლიოს ორი უმსხვილესი ეკონომიკის გადაწყვეტილება, ორი თვით გაეხანგრძლივებინათ სავაჭრო ზავი, რომლის ვადაც 10 ნოემბერს იწურებოდა. აშშ-ის ხაზინის მდივნის, სკოტ ბესენტის განცხადებით, ეს მხარეებს მეტ დროს აძლევს პოტენციურად უფრო მასშტაბურ სავაჭრო შეთანხმებაზე სამუშაოდ.

"ამ ისტორიულმა ვიზიტმა გაამდიდრა კონსტრუქციული და სტაბილური ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობები, შეინარჩუნა ორმხრივი კავშირების საერთო სტაბილურობა, გახსნა ახალი თავი ორ ქვეყანას შორის და შორსმიმავალ გავლენას მოახდენს მსოფლიო მშვიდობასა და განვითარებაზე", - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იმ.

ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით მხარეები შეთანხმდნენ, დაიწყონ დიალოგი ტექნოლოგიის რისკებსა და სარგებელზე (მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი ნოემბერშია დაგეგმილი) და შექმნან საკომუნიკაციო არხი AI-სთან დაკავშირებული ინციდენტებისთვის, - განაცხადა ჩინეთის საგარეო უწყებამ.

სამინისტრომ ცალკე განცხადებაში ასევე აღნიშნა, რომ პეკინი მიესალმება ვაშინგტონის მხრიდან "ხელოვნური ინტელექტის" ნაცვლად ტერმინ "სუპერინტელექტის" (super intelligence) გამოყენებას. უწყების განმარტებით, ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, ორმხრივი დიალოგი უნდა გაღრმავდეს და ახალი რეალობის შესაბამისად მოხდეს კონსენსუსის მიღწევა.

მხარეები ასევე შეთანხმდნენ ურთიერთმხარდაჭერაზე აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) ლიდერთა შეხვედრისა და "დიდი ოცეულის" (G20) სამიტის მასპინძლობისას. ორივე ლიდერი გეგმავს დაესწროს მეორე მხარის მიერ ორგანიზებულ სამიტებს.

საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ირანმა უნდა შეასრულოს ვალდებულება ბირთვული იარაღის შექმნაზე უარის თქმის შესახებ, და რომ არცერთ ქვეყანას ან სუბიექტს არ უნდა ჰქონდეს უფლება, საერთაშორისო საზღვაო გზებზე სატრანზიტო გადასახადები დააწესოს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ინვესტორები მსხვილი ჰესებით დაინტერესებულები არიან - დავით ნარმანია

ინვესტორები მსხვილი ჰესებით დაინტერესებულები არიან - დავით ნარმანია

BM.GE

ზაფხულში დატვირთულობა 25%-ით გაიზარდა, თუმცა ბაკურიანი ჩავარდა | როგორი სეზონი ჰქონდათ KA Group-ის სასტუმროებს?

ზაფხულში დატვირთულობა 25%-ით გაიზარდა, თუმცა ბაკურიანი ჩავარდა | როგორი სეზონი ჰქონდათ KA Group-ის სასტუმროებს?

BM.GE

"ბავშვი და მოსწავლე გადაწყვეტილების მიღებისას ინტერესი არ ყოფილა" - განათლების ექსპერტი N21 სკოლის რეაბილიტაციაზე

"ბავშვი და მოსწავლე გადაწყვეტილების მიღებისას ინტერესი არ ყოფილა" - განათლების ექსპერტი N21 სკოლის რეაბილიტაციაზე

BM.GE

ერაყი, UAE, ჰონკონგი... - 8 თვეში თაფლის ექსპორტი 211.5%-ით გაიზარდა

ერაყი, UAE, ჰონკონგი... - 8 თვეში თაფლის ექსპორტი 211.5%-ით გაიზარდა

BM.GE