
ჩინეთის ეკონომიკური ზრდა დაჩქარდა
ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი მიმდინარე წლის მესამე კვარტალში დაჩქარდა, რაშიც მნიშვნელოვანი როლი ხელოვნური ინტელექტის ბუმმა და ექსპორტის ზრდამ ითამაშა.
ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს ოფიციალური მონაცემებით, ივლის-სექტემბრის პერიოდში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 4.5%-ით გაიზარდა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს აღემატება, თუმცა პირველი კვარტალის 5%-იან ნიშნულს ჩამორჩება. დაფიქსირებული შედეგი პეკინის მიერ დასახული წლიური მიზნობრივი ზრდის ქვედა ზღვარს შეადგენს.
როგორც ირკვევა, შიდა მოხმარების სისუსტე კომპანიებმა საზღვარგარეთ ექსპორტის მატებით დააბალანსეს. მაღალტექნოლოგიური საქონლის ექსპორტი 14.3%-ით გაიზარდა, ხოლო ბატარეების და ინდუსტრიული რობოტების წარმოებამ 29%-ს გადააჭარბა. შედეგად, ჩინეთის სავაჭრო პროფიციტმა რეკორდულ $1 ტრილიონს უკვე გადააჭარბა და წლის ბოლომდე ახალი რეკორდის დამყარებაა მოსალოდნელი.
ცნობისთვის, ჩინეთი მშპ-ის მოცულობით მსოფლიოს რიგით მეორე უმსხვილესი ეკონომიკაა, რომლის მოცულობა $21.5 ტრილიონს აღწევს.
BM.GE
წყარო: bm.ge