მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჩინეთის სავაჭრო პროფიციტი $1 ტრილიონს უახლოვდება
ჩინეთის სავაჭრო პროფიციტი $1 ტრილიონს უახლოვდება

ჩინეთის სავაჭრო პროფიციტი $1 ტრილიონს უახლოვდება

BM.GE15 ოქტომბერი, 2026, 04:50|bm.ge

ჩინეთის სავაჭრო პროფიციტმა გასულ თვეს მოლოდინს გადააჭარბა, რამაც ქვეყანას გასული წლის სარეკორდო მაჩვენებლის გაუმჯობესების შესაძლებლობა მისცა.

ჩინეთის საბაჟო სამსახურის მონაცემებით, სექტემბერში ექსპორტი წლიურად 36.3%-ით გაიზარდა, რაც აგვისტოს 25%-იან მაჩვენებელსა და ანალიტიკოსების 25.5%-იან პროგნოზს საგრძნობლად აღემატება. პარალელურად, იმპორტი 31%-ით გაიზარდა და პროგნოზირებულ 24.5%-ს გადააჭარბა.

როგორც ირკვევა, მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში სავაჭრო პროფიციტმა $938.1 მილიარდს მიაღწია. თუ ექსპორტის ტემპი მკვეთრად არ შემცირდება, მაშინ ქვეყანა $1-ტრილიონიან ნიშნულს მოსალოდნელზე ადრე გადალახავს.

სექტემბერში სავაჭრო პროფიციტმა $133.53 მილიარდი შეადგინა. ამ შედეგის მიღწევა შეერთებულ შტატებთან არსებულმა $34-მილიარდიანმა და ევროკავშირთან დაფიქსირებულმა $34.8-მილიარდიანმა პროფიციტმა განაპირობა.

ექსპორტის ზრდას კვლავ მაღალტექნოლოგიური პროდუქცია და ავტომობილები განაპირობებს – პირველ ცხრა თვეში ნახევარგამტარების ექსპორტი 108%-ით გაიზარდა, ხოლო ავტომობილების ექსპორტის მაჩვენებელმა 50%-ს გადააჭარბა.

პროფიციტის ზრდა იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანას ექსპორტზე უფრო მეტი საქონელი გააქვს, ვიდრე იმპორტით შემოაქვს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

UnitedHealth-ის მოგებამ მოლოდინს გადააჭარბა - როგორია კომპანიის ფინანსური შედეგები?

UnitedHealth-ის მოგებამ მოლოდინს გადააჭარბა - როგორია კომპანიის ფინანსური შედეგები?

BM.GE

60 ბოთლით დაწყებული მეღვინეობა და ექსპორტი აშშ-სა და ირლანდიაში - როგორ ვითარდება „მირანდას ღვინო“

60 ბოთლით დაწყებული მეღვინეობა და ექსპორტი აშშ-სა და ირლანდიაში - როგორ ვითარდება „მირანდას ღვინო“

BM.GE

ASML-ის კვარტალურმა შემოსავალმა €11.7 მილიარდს გადააჭარბა

ASML-ის კვარტალურმა შემოსავალმა €11.7 მილიარდს გადააჭარბა

BM.GE

Google-მა პროგრამირების, მათემატიკისა და რობოტიკისთვის შექმნილი Gemini 4 Argon-ი წარადგინა

Google-მა პროგრამირების, მათემატიკისა და რობოტიკისთვის შექმნილი Gemini 4 Argon-ი წარადგინა

BM.GE