მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ჰან ჯენი საქართველოს ეწვევა
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ჰან ჯენი საქართველოს ეწვევა

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ჰან ჯენი საქართველოს ეწვევა

BM.GE4 ნოემბერი, 2026, 21:35|bm.ge

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ჰან ჯენი, ოფიციალური მოწვევის საფუძველზე, 6-დან 12 ნოემბრამდე სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ტურნეს ფარგლებში საქართველოს ეწვევა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მაო ნინგის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ხელმძღვანელობასთან ორმხრივ ურთიერთობებსა და საერთო ინტერესის მქონე საკითხებს განიხილავს.

მაო ნინგის შეფასებით, ჩინეთი და საქართველო ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორები არიან. მისი თქმით, ორმხრივი კავშირები ორი სახელმწიფოს ლიდერების შეთანხმების საფუძველზე სწრაფად ვითარდება, პარტნიორობას კი სხვადასხვა სფეროში ხელშესახები შედეგები მოაქვს.

მაოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ პეკინი ქართულ მხარესთან ერთად მიღწეული შეთანხმებების სრულად შესრულებას, ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაღრმავებასა და ორმხრივი კავშირების სტაბილურ განვითარებას გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ 6-დან 12 ნოემბრამდე დაგეგმილი საერთაშორისო ტურნეს ფარგლებში, ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი თურქეთსაც ეწვევა. ინფორმაციისთვის, ჰან ჯენი, ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის სპეციალური წარმომადგენლის რანგში, ანტალიაში გაეროს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციის ლიდერთა სამიტს დაესწრება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს ხელისუფლების ქმედებები საფრთხეს უქმნის უვიზო რეჟიმს - გაფართოების ანგარიში

საქართველოს ხელისუფლების ქმედებები საფრთხეს უქმნის უვიზო რეჟიმს - გაფართოების ანგარიში

BM.GE

საქართველოში მმართველი პარტია აგრძელებს ქვეყნის ევროპული გზისთვის ძირის გამოთხრას - კოსი

საქართველოში მმართველი პარტია აგრძელებს ქვეყნის ევროპული გზისთვის ძირის გამოთხრას - კოსი

BM.GE

ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმება და ფუნქციების აუდიტზე გადაცემა დამოუკიდებლობის გარანტიების გარეშე მოხდა - ევროკომისია

ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმება და ფუნქციების აუდიტზე გადაცემა დამოუკიდებლობის გარანტიების გარეშე მოხდა - ევროკომისია

BM.GE

ბიზნესცენტრ "დელისში" ხანძარი ლიკვიდირებულია - დაშავებულები არ არიან

ბიზნესცენტრ "დელისში" ხანძარი ლიკვიდირებულია - დაშავებულები არ არიან

BM.GE